10:29 PM
როგორ შევაგუოთ ორგანიზმი სიცივეს / rogor shevaguot organizmi sicives
www.auf.ge -
ზამთარი მოვიდა და ყოველი დღე წინაზე ცივი და სუსხიანია. სიცივე ადამიანებისთვის დისკომფორტთან და არასასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, თუმცა კარგი ამბავიც გვაქვს. კვლევებმა ცხადყო, რომ ჩვენს სხეულს აკლიმატიზაცია და სიცივის მიმართ გამძლეობის გამომუშავება შეუძლია. ხოლო გარკვეული რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში კი თქვენ ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ.

1960-იანი წლების დასაწყისში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შიშველი ადამიანები, რომლებიც სპეციალურ გარემოში, დღეში რვა საათს 10° ცელსიუსის ტემპერატურაზე ატარებდნენ, სიცივეს ეგუებოდნენ და ორი კვირი შემდეგ კანკალს წყვეტდნენ.

მომდევნო კვლევებმა კი კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი, რომ ადამიანს სიცივის მიმართ გამძლეობის გამომუშავება შეუძლია და, როგორც გაირკვა, ეს უნარი ყველა ჩვენგანს აქვს.

2014 წელს ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევა მოიცავდა პატარა ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა მცირე ჯგუფი ყოველდღე სამი საათის განმავლობაში იღებდა ცივ (14°) აბაზანებს. პირველი ოცი დღის განმავლობაში ცდისპირები ძლიერად კანკალებდნენ, მათ აღენიშნებოდათ მეტაბოლიზმისა და გულის ცემის აჩქარება, სისხლძარღვების შევიწროვება და სხეულის ტემპერატურის ვარდნა.

ოცი დღის შემდეგ კი სიმპტომებმა იკლო. კანკალი თანდათან შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლიზმისა და გულის ცემის სიჩქარემ ზრდა განაგრძო, სხეულის ტემპერატურის ვარდნის პროცესი შეწყდა და ექსპერიმენტში მონაწილეებს ცივი აბაზანები დისკომფორტს უკვე ნაკლებად უქმნიდა — მათი სხეულები სიცივეს შეეგუენ.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიცივესთან აკლიმატიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის ცივი შხაპი საუკეთესო საშუალებაა. თავდაპირველად უმჯობესია, რომ ცივი შხაპი 15 წამის განმავლობაში გაგრძელდეს, შემდეგ კი სასურველია, რომ ის ყოველ დღე ათი წამით გახანგრძლივდეს .

ცივი შხაპი ასევე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ადამიანები, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შესაძლოა, ამ დროს რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ — ასეთ დროს გულის შეტევის ალბათობა იზრდება. მაგრამ თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ და მზად ხართ გამოწვევებისთვის, განხილული ხერხი ხანგრძლივ, სუსხიან ზამთარს უფრო მარტივად გადაგატანინებთ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 670 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: shegueba, ყინვა, organizmi, Guli, sicive, Cold, orgazmi, Health, ზამთარი, სიცივე, aklimatizacia, აკლიმატიზაცია, janmrteloba, zamtari, გული, Winter, Heart, ჯანმრთელობა, ორგაზმი, ორგანიზმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]