10:51 PM ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა / zaza urushadze gardaicvala | ||||||||||||
“მანდარინები”, “სამი სახლი”, “ცხელი ძაღლი”, “ბოლო გასეირნება”, “დარჩი ჩემთან”, “აქ თენდება”, “აღსარება” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელიც მან გადაიღო. ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოდა. იგი მოკლე ნუსხაშიც მოხვდა, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზეც. რეჟისორი სხვადასხვა წლებში ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს კინოაკადემიას ხელმძღვანელობდა. ზაზა ურუშაძე 53 წლის იყო. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ინფორმაცია imedinews-მა გაავრცელა. მიმაგრება: სურათი 1
|
|