გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » დეკემბერი » 12 » "ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს
1:21 AM
"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს






პა­ტა­რა ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2 წლის ანი­ტას ბე­ბია თა­მუ­ნა გლურ­ჯი­ძე ავ­რცე­ლებს და დახ­მა­რე­ბას ითხოვს:

"არ ვიცი რო­გორ, არ ვიცი რა­ნა­ი­რად, და­მეხ­მა­რეთ ყვე­ლა, სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ხმის მი­წო­დე­ბა უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­თან, ბავ­შვი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ათას­ნა­ი­რი წე­რი­ლის მი­წერ-მო­წე­რას ითხოვს ბი­უ­როკ­რა­ტია, სა­ნამ იტა­ლი­ის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდე­ბა. ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის და შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყოს. მივ­მარ­თავ თხოვ­ნით რი­გით ადა­მი­ა­ნებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ყვე­ლას - მი­მაწ­ვდე­ნი­ნეთ ხმა პრე­მი­ე­რამ­დე, და­მეხ­მა­რეთ გა­და­ვარ­ჩი­ნო ანი­ტა. იქ­ნებ მომ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა პირ­და­პი­რი ეთე­რი­დან მი­მარ­თვის, ან რა­ი­მე სხვა სწრა­ფი გზა შე­მომ­თა­ვა­ზოთ.გთხოვთ, ვინც წა­ი­კი­თხავთ გა­და­ა­ზი­ა­რეთ, იქ­ნებ გა­ვან­გრი­ოთ ბი­უ­როკ­რა­ტი­ის კე­დე­ლი. ნუთუ ის თუნ­დაც ერთი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?!

P.S. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დით მიდ­გას, მაგ­რამ ეს გზა დრო­ში იწე­ლე­ბა, იმ დრო­ში რო­მე­ლიც არ გვაქვს" - წერს გლურ­ჯი­ძე.

ანი­ტა ფა­ცა­ცია მძი­მე სენს ებ­რძვის, მას დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია უმოკ­ლეს ვა­და­ში, უნდა ჩა­იდ­გას აპა­რა­ტი რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად ამუ­შა­ვებს გულს.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რიცვხა შე­უძ­ლი­ათ - სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE28BG0000000100761966 მიმ­ღე­ბი- ლია ჩხა­ი­ძე (ანი­ტას ბე­ბია)

თბს ან­გა­რი­ში:GE38TB7855945064300017

გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან ჩა­სა­რი­ცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხა­ი­ძე



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 713 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ანიტასთვის, daxmareba, ანიტა ფაცაცია, anita facacia, ოპერაცია, დახმარება, სიკეთე, სასწრაფოდ, anitastvis, OPERACIA, qvelmoqmedeba, dakhmareba, ქველმოქმედება, saswrafod, sikete | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...