1:49 AM
ძილის სწორი რეჟიმი სტუდენტებში ათვისების უნარს ზრდის / dzilis stscori rejimis studentebshi atvisebis unars zrdis
www.auf.ge -
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაამტკიცეს, რომ ძილის ნაკლებობა და დაბალი აკადემიური მოსწრება ურთიერთკავშირშია. ექსპერიმენტი ჩატარდა სტუდენტების მონაწილეობით. მოხალისეებს დაურიგეს ფიტნეს-სამაჯურები, რომელიც ფიზიკური აქტივობის დონეს საზღვრავდა. ამასთან ,სტუდენტების ნაწილს რეგულარულად უნდა ევლო ფიტნეს-დარბაზებში და ინტენსიურად ევარჯიშა. ვარჯიში ან უმოძრაო ცხოვრების წესი მოსწრებაზე არ მოქმედებდა. ძილის ხარისხი კი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა.

რაც უფრო კარგი და ხარისხიანი იყო სტუდენტების ძილი, მით მეტ ქულებს იღებდნენ ისინი შუალედურ და შემაჯამებელ გამოცდებში. ამასთან, მოსწრების გასაზრდელად არ იყო საკმარისი გამოცდის წინა ღამით გამოძინება. საჭირო იყო მთელი სასაწავლო წლის განმავლობაში
კარგი ძილი.

აღმოჩნდა, რომ დასაძინებლად დაწოლა გარკვეულ საათზე გვიან არაა რეკომენდებული. ზღვარი ღამის 02:00 საათია. როდესაც სტუდენტები ამაზე უფრო ადრე იძინებდნენ და 7 საათი ეძინათ, მათ შეფასებაზე ეს უარყოფითად არ მოქმედებდა. მაგრამ როდესაც ისინი რეგულარულად ღამის ორ საათზე გვიან იძინებდნენ, მიუხედავად ძილის ნორმალური ხანგრძლივობისა, მოსწრება ქვეითდებოდა.

ლალი ჩხიკვაძე


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 841 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: leqtori, გამოცდა, მოსწავლე, medicina, gamocdebi, ჩაძინება, studentebi, მოსწავლეები, dzili, chadzineba, studenti, განათლება, ძილი, dadzineba, სტუდენტი, მედიცინა, დაძინება, university, SleeP, ლექტორი, ganatleba, სტუდენტები, gamocda, მასწავლებელი, Student | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]