გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » დეკემბერი » 12 » კვენტინ ტარანტინო Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღებას გეგმავს / kventin tarantino mokali bilis mesame natsilis gadaghebas gegmavs
9:52 PM
კვენტინ ტარანტინო Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღებას გეგმავს / kventin tarantino mokali bilis mesame natsilis gadaghebas gegmavs






9 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა ამერიკელმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მათ შორის Kill Bill-ის გაგრძელების შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი.

Kill Bill: Volume 1 კვენტინ ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელსაც კინოხელოვნებაში განსაკუთრებულად გამორჩეულ ნამუშევრად მიიჩნევენ, რომელმაც თავისი თხრობის სტილითა და ესთეტიკით მთელ თანამედროვე ხელოვნებაზე იქონია გავლენა.

2003 წელს გამოსული ამ ფილმის გაგრძელება რეჟისორმა მალევე, 2004 წელს გადაიღო და მას შემდეგ ერთგული გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რომ საკულტო რეჟისორი მესამე ნაწილის გადაღებით ტრილოგიას შექმნის.

სულ ცოტა ხნის წინ, როგორც იქნა, 56 წლის ტარანტინო გამოტყდა, რომ ამ იდეაზე თავადაც ფიქრობს — ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ფილმის მესამე ნაწილის გადაღების შესაძლებლობა, რეჟისორმა მიუგო:

"რამდენიმე დღის წინ ერთ მაგარ იაპონურ რესტორანში უმა თურმანთან ერთად ვივახშმე. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა თუ რა უნდა მომეხერხებინა ფილმის მესამე ნაწილისთვის — რა მოუვიდა უმა თურმანის პერსონაჟს? ან რისი გაკეთება მინდა მე საერთოდ?"

უმა თურმანი ფილმის ორივე ნაწილში მთავარ როლს ასრულებს და თავისი სამსახიობო ოსტატობით კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

"რაღაც სულელური ისტორიის შეთხზვა არ მინდოდა, ამ პერსონაჟს არ დაუმსახურებია ეს. ახლა კი უკვე მაქვს იდეა, რომელიც, ალბათ, საინტერესო იქნება. თუმცა ამის ხორცშესხმას დრო სჭირდება, მინიმუმ სამი წელი მაინც. რაც მთავარია, Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღების რეალური შესაძლებლობა უკვე არსებობს."

რეჟისორის გულმხურვალე ფანებისთვის ეს ნამდვილად იმედისმომცემი სიახლეა, თუმცა ახლა ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ ექსცენტრიკული ხელოვანი სამომავლო გეგმებს მოულოდნელად არ შეცვლის.

ტარანტინოს ჯერჯერობით ბოლო ფილმი Once Upon a Time… in Hollywood წარმატებული პროექტი აღმოჩნდა: მაღალ შემოსავლებთან ერთად მან კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა და მომავალი ოქროს გლობუსისა თუ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებულადაც მოიაზრებენ — ფილმმა უკვე ოქროს გლობუსის 5 ნომინაცია დაიმსახურა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 610 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: uma turmani, Fox News, mokali bili, Tarantino, ჰოლივუდი, foxnews.com, Uma Thurman, kventin tarantino, kino, holivudi, Hollywood, kil bil, Kill Bill, კინო, კვენტინ ტარანტინო, უმა თურმანი, kill bill 3, მოკალი ბილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...