5:18 PM ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლეს — რადიო თავისუფლება / eqimi vaja gaprindashvili ar gaatavisufles — radio tavisufleba | ||||||||||||
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დახურულ სასამართლო სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვაჟა გაფრინდაშვილი ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა. გაფრიდნაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს. საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს. okupacia, mkurnaloba, medicina, eqimi, akhalgori, axalgori, cxinvali, ckhinvali, vladikavkaz, sasamarto, patimroba, patimari, ოკუპაცია, ავადმყოფი, მკურნალობა, მედიცინა, ექიმი, ახალგორი, ცხინვალი, ვლადიკავკაზი, სასამართლო, პატიმარი, პატიმრობა, ვაჟა გაფრინდაშვილი, ვაჟა ექიმი, vaja gaprindashvili, vajha gafrindashvili, vaja gafrindashvili, vazha gaprindashvili, vazha gafrindashvili, vaja eqimi მიმაგრება: სურათი 1
|
|