4:34 PM
ამ ცხოვრების დედაც! — სოლიდარობის აქცია 15 წლის მოზარდის მიმართ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა / am ckhovrebis dedac! — solidarobis aqcia 15
www.auf.ge -
ბოლო რამდენიმე საათია თბილისის ქუჩებში 15 წლის მოზარდის, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სოლიდარობის წარწერები გაჩნდა. "ამ ცხოვრების დედაც!" — ესაა სკოლაში გაკეთებული წარწერა, რომლის გამოც დაწყებული გამოძიების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, სავარაუდოდ, მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სწორედ იგივე წარწერები გაჩნდა თბილისის ქუჩებში.



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.

"პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან", — ნათქვამია საიას განცხადებაში, საპირისპიროს კი ირწმუნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.


მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 720 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სამართალი, ამ ცხოვრების დედაც, am ckhovrebis dedac, fuck da police, usamartloba, fsiqologiuri dzaladoba, samarTali, sasamartlo, fuck the law, უსამართლობა, Policia, შინაგან საქმეთა სამინისტრო, Fuck the Police, პოლიცია, tvitmkvleloba, ფსიქოლოგიური ძალადობა, am cxovrebis dedac, თვითმკვლელობა, სასამართლო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]