გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » დეკემბერი » 15 » ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება / vaja gaprindashvilis mkhardasacherad saokupacio khaztan aqca imarteba
4:44 PM
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება / vaja gaprindashvilis mkhardasacherad saokupacio khaztan aqca imarteba






ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია იმართება. საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა ათეულობით მოქალაქემ, პოლიტიკოსმა, თუ ექიმის მეგობარმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

"მინდა გითხრათ, რომ ეს მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, გვაძლიერებს. ჩვენ აქედან გავაგებინებთ ჩვენს გულისტკივილს და ის მას გაიგებს", — თქვა საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა.

მან ზუსტად ამ ადგილიდან ყველა იმ ადამიანს მიმართა, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მედიას კომენტარებს აძლევს. მისი თქმით, ყოველი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა შესაძლოა ვაჟა ექიმის წინააღმდეგ მოტრილდეს, სამომავლოდ კი ხელი შეუშალოს შერიგებას.

ოჯახმა იმის დასადასტურებლად, რომ ექიმების საქმიანობას საზღვრები არ აქვთ, თეთრ ბუშტებზე მიმაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.

"ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ თეთრი ხალათი და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომის დროს. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს — თავისუფლება ვაჟა ექიმს", — თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 63 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ვაჟა ექიმი, Freedom, vazha gafrindashvili, ვაჟა გაფრინდაშვილი, vaja gaprindashvili, vajha gaprindashvili, თავისუფლება, vazha gaprindashvili, თავისუფლებავაჟაექიმს, vaja eqimi, vaja gafrindashvili, tavisupleba, gmiri eqimi, vajha gafrindashvili, Tavisufleba, freedomfordoctorvaja, გმირი ექიმი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...