4:52 PM უფროსმა კორპორაციულ წვეულებაზე თანამშრომლებს $10 მილიონის პრემიები დაურიგა / ufrosma korporaciul tsveulebaze tanamshromlebs $10 milionis pre | ||||||||||||
კომპანია St. John Properties-ის დამფუძნებელმა, ედვარდ ჯონმა წვეულებაზე თავის თანამშრომლებს მოულოდნელად განუცხადა, რომ 10 მილიონი დოლარის ოდენობის პრემიებს დაურიგებდა. პრემია კომპანიის ყველა, 198 თანამშრომელს გადაეცა და მიღებული თანხის ოდენობა მათი სამუშაო გამოცდილებითა და დამსახურებით განისაზღვრა. მაგალითად, ყველაზე ცოტა — $100 იმ თანამშრომელმა მიიღო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აიყვანეს სამსახურში და მუშაობას შემდეგი ორშაბათიდან იწყებდა, ხოლო ყველაზე მეტი, $270,000 მან, ვინც ყველაზე დიდხანს მუშაობდა კომპანიაში. კომპანიის პრეზიდენტის, ლოურენს მეიკრანცის განცხადებით, კომპანიის მესვეურებს სურდათ, რომ ბოლო წლებში ბიზნესის განვითარებაში მიღწეული წარმატებისათვის თავიანთი თითოეული თანამშრომლის ღვაწლი დაეფასებინათ: "რაღაცის გაკეთება გვსურდა, რათა სათანადო მადლობა გადაგვეხადა ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც დაგვეხმარნენ დასახული მიზნების მიღწევაში", — განაცხადა მეიკრანცმა. სიურპრიზი იმდენად მოულოდნელი იყო (ბოლო წუთამდე მის შესახებ მხოლოდ ოთხმა პირმა იცოდა), რომ თანამშრომლებმა აღარ იცოდნენ ბედნიერებისგან როგორ მოქცეულიყვნენ: ისინი იცინოდნენ, ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. "თვალებს არ ვუჯერებდი. სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მაშინ ვიგრძენი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო და ახლაც ჯერ კიდევ შოკში ვარ", — განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მიმაგრება: სურათი 1
|
|