4:58 PM მარკეტინგი 1 ლარად, ანუ როგორ არ დავხარჯოთ ფული მედიაში / marketingi 1 larad, anu rogor ar davkharjot fuli mediashi | ||||||||||||
Spotlight 2019 უკვე რამდენიმე საათია, დაიწყო. გამორჩეული სპიკერები, შთამაგონებელი ისტორიები, მოტივაციით სავსე გარემო და საინტერესო თემატიკა — "ერთიანობა"! - ამ ყველაფერს უკვე დილიდან ეცნობით. 2019 წლის მთავარი მარკეტინგული ამბები "რედისონ ბლუ ივერიაში" ჯამდება. ღონისძიების მხარდამჭერი კი, ტრადიციულად, "საქართველოს ბანკია". ღონისძიების მთავარი თემაა "ერთიანობა" – სიტყვა, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგს - მეგობრული ერთიანობა, ზოგი კი ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავს. სპიკერები "სფოთლაითის" სცენიდან ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე საუბრობენ. ახლა კი უფრო დეტალურად ექსპერიმენტის შესახებ: რამდენიმე წუთის წინ "სფოთლაითის" ერთ-ერთი სპიკერის, თამთა კალანდაძის გამოსვლა დასრულდა. თამთას გამოსვლის მთავარი თემა იყო: "მარკეტინგი 1 ლარად" - როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი, რომ მედია მხარდაჭერა, ანუ "კლიპარტი", არ დასჭირდეს". ორიოდე სიტყვით ჩვენ შესახებაც მოგითხრობთ: "კლიპარტი" არის მარკეტინგული გუნდის დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვართ კონსულტანტები და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ამ პერიოდში უამრავი პროექტიდან დაგვიგროვდა, შეგვიძლია, საუკეთესო რეკომენდაციები მივცეთ ბიზნესს - რომელ მედიაში განათავსოს რეკლამა, რა იქნება უფრო შედეგიანი, როგორ მოახერხოს ფინანსების მინიმალიზაცია და ა.შ. თამთას "სფოთლაითის" თემაც სწორედ ამას შეეხო – როგორ შეიძლება ბიზნესმა არ დახარჯოს მედიაში ფული. "კლიპარტი" დამკვეთი კომპანიისთვის არ არის მარკეტინგული ან პიარჯგუფის სრული ჩანაცვლება ან ვინმესთან კონკურენცია, ეს გახლავთ ძალების გაერთიანება საერთო მიზნისთვის. "ძალა ერთობაშია და არა ერთნაირობაში" – ასე დაასრულა ნიკა გუჯეჯიანმა თავისი გამოსვლა "სფოთლაითზე". და მართლაც, ინდივიდუალურად შეიძლება, ყველა ძალიან ნიჭიერები და წარმატებულები ვიყოთ, მაგრამ, როდესაც ძალებს ვაერთიანებთ, სულ სხვა სიმაღლეებზე ასვლა და მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობაც შესაძლებელია. მიმაგრება: სურათი 1
|
|