გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » იანვარი » 8 » დააკავეს ჩინელი მეცნიერი, რომელმაც ბავშვების დნმ-ის მოდიფიცირება სცადა / daakaves chineli mecnieri, romelmac bavshvebis dnm-is modificireba
4:44 AM
დააკავეს ჩინელი მეცნიერი, რომელმაც ბავშვების დნმ-ის მოდიფიცირება სცადა / daakaves chineli mecnieri, romelmac bavshvebis dnm-is modificireba






ჩინელმა მეცნიერმა, რომელმაც მსოფლიოში პირველად ემბრიონის დნმ-ის მოდიფიკაცია შეძლო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ახლა კი მეცნიერს ჩინეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გასულ წელს ჰი ძიანკუიმ განაცხადა, რომ ადამიანის ემბრიონის დნმ-ის მოდიფიკაცია შეძლო. მოდიფიკაცია ბავშვებში შიდსის ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებას ისახავდა მიზნად. ამის გამო მეცნიერების მხრიდან ძიანკუი კრიტიკის ობიექტად იქცა. მათი აზრით, ძიანკუის ქმედება უპასუხისმგებლობა იყო და ეწინააღმდეგებოდა ძირითად ეთიკურ პრინციპებს.

მეცნიერმა, რომელიც არალეგალური სამედიცინო საქმიანობისთვის დაადანაშაულეს, თავი დამნაშავედ სცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ ძიანკუი ორ სხვა მეცნიერთად ერთად არალეგალურად მუშაობდა. მათ არ გააჩნდათ სათანადო კვალიფიკაცია და არღვევდნენ ჩინეთში არსებულ რეგულაციებს.

პროცესის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ჩინეთში გენეტიკურად მოდიფიცირებული მესამე ბავშვიც დაიბადა. ამ დრომდე კი მხოლოდ ორი ბავშვის შესახებ იყო ცნობილი.

სასამართლო პროცესი საჯარო არ ყოფილა, შესაბამისად, სანამ სრული საგამოძიებო მოხსენება ცნობილი არ იქნება ექსპერტებს დასკვნების გამოტანა უჭირთ.

ძიანკუი აქტიურად თანამშრომლობდა სტენფორდის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორთან, თუმცა ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მეცნიერები ძიანკუის საქმიანობასთან კავშირში არ ყოფილან.

ძიანკუის ისტორიამ მნიშვნელოვანი დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ რა გზებით შეგვიძლია ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც ღრმა ეთიკურ პრობლემებს ეხება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 45 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: bavshvebi, მეცნიერება, mecnieri, chineli, ბავშვები, genmodifikacia, danashauli, ჩინელი, ეთიკა, etika, გენმოდიფიკაცია, დნმ, ექსპერიმენტი, DNM, მოდიფიცირება, modificireba, Experiment, დანაშაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...