1:01 PM არ მინდა სიცრუის ნაწილი ვიყო — ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა ქვეყანა დატოვა / ar minda sicruis natsili viko — iranis erter | ||||||||||||
”არავის მივუწვევივარ ევროპაში და არც მაცდური შემოთავაზება მიმიღია. მაგრამ მე ვიღებ სამშობლოდან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს, იმიტომ, რომ არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო", — დაწერა მან. კიმია ალიზადეჰი ტაეკვონდოში ჩემპიონია, მან 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი, 57 კგ. წონით კატეგორიაში მოიგო. როიტერსის ინფორმაციით, ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ ამ თემასთან დაკავშირებით თქვა, რომ პოსტი არ წაუკითხავს, მაგრამ იცის, რომ სპორტსმენს ყოველთვის სურდა ფიზიოთერაპიის სწავლა გაეგრძელებინა. ალიზადეჰი ირანული სპორტის მესამე მოწინავე ადამიანია, რომელმაც ბოლო თვეებში ქვეყნის წარმომადგენლობა შეაჩერა. მიმაგრება: სურათი 1
|
|