0:14 AM ამერიკელმა ბიჭმა გოგო პირველ პაემანზე ბანკის გასაძარცვად წაიყვანა / amerikelma bichma gogo pirvel paemanze bankis gasadzarcvad tsaikvana | ||||||||||||
შემთხვევა 2016 წლის 5 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა ქალი უნებურად დანაშაულის თანამონაწილე გახდა, როცა ახლადგაცნობილმა ბიჭმა მასთან პირველ პაემანზე ბანკი გაძარცვა. კრისტოფერ კასტილოს ძარცვისთვის სამი წელი მიუსაჯეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის კი - დამატებით ორი. ქალისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, სავარაუდოდ, ჩათვალეს, რომ სამყაროში ყველაზე ცუდი პირველი პაემანი მისთვის საკმარისი სასჯელი იყო. როგორც დაიწყო ყველაზე ცუდი პირველი პაემანი? როგორც ქალმა პოლიციასთან განაცხადა, საღამოს, კაცს მანქანით როდ-აილენდში, მშობლების სახლში მიაკითხა და მასაჩუსეტში წაიყვანა. კასტილო მთელი გზის მანძილზე ღვინოს სვამდა, რაც ასევე დანაშაულია, თუმცა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. წყვილს აქამდე ერთმანეთი არ ყავდა ნანახი, ამიტომ ქალს არაფერი არ უეჭვია, როცა კასტილომ სთხოვა, მანქანა ბანკის წინ შეეჩერებინა. ქალი მშვიდად იცდიდა მანქანაში, როცა ბანკიდან მისი "პარტნიორი" იარაღითა და ფულით ხელში გამოვარდა. "წადი ამის დედაც!", - იყვირა მძარცველმა. ქალმა მანქანა დაძრა, თუმცა როგორც კი პოლიციის მანქანის სირენები გაიგო, მანქანა შეაჩერა და გადმოვიდა. ცუდი პაემანი ერთი მხარისთვის 5-წლიანი პატიმრობით დასრულდა, მეორე მხარისთვის კი - სკეპტიციზმით ონლაინ-გაცნობილი ადამიანების მიმართ. მიმაგრება: სურათი 1
|
|