გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » მარტი » 1 » როგორც აღმოჩნდა, წითელი პანდა არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა სახეობაა / rogor agmochnda tsiteli panda ara erti, aramed ori skhvadaskhva sak
11:37 AM
როგორც აღმოჩნდა, წითელი პანდა არა ერთი, არამედ ორი სხვადასხვა სახეობაა / rogor agmochnda tsiteli panda ara erti, aramed ori skhvadaskhva sak






ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ წითელი პანდა ერთის ნაცვლად ორი სახეობაა.

ფიზიკური განსხვავებები მათ შორის აქამდეც შეინიშნებოდა, თუმცა გენეტიკური მტკიცებულების არარსებობის გამო წითელი პანდა ერთ სახეობად განიხილებოდა.

ჩინურ წითელ პანდას უფრო მუქი წითელი ბეწვი და ზოლიანი კუდი, ჰიმალაურ წითელ პანდას კი თეთრი სახე აქვს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ხელმძღვანელმა იობო ჰუმ განაცხადა, რომ ჰიმალაურ პანდას გენეტიკური ნაირსახეობის სიმწირისა და მცირე პოპულაციის გამო განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

"იმისთვის, რომ ორი სახეობის უნიკალური გენეტიკური მონაცემები შევინარჩუნოთ, საჭიროა, რომ მათი ერთმანეთში შეჯვარება თავიდან ავიცილოთ", — თქვა მან.

მკვლევარებმა 65 ველური წითელი პანდის დნმ გააანალიზეს. შედეგად კი ორი განსხვავებული სახეობა მივიღეთ, რომელიც მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 250 ათასი წლის წინ მდინარემ მათი პოპულაცია ორად გაყო.

წითელი პანდა ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, ბუტანისა და მიანმარის მთაგორიან ტყეებში ბინადრობს. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ყოველდღე მცირდება და ნადირობისა და საცხოვრებელი გარემოს დაკარგვის გამო ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

თავდაპირველად, წითელი პანდა ზოლიანი კუდის გამო ენოტის მონათესავე ეგონათ, შემდეგ კი დათვების მონათესავედ ჩათვალეს. ახლა კი ცნობილია, რომ მათ საკუთარი ოჯახი აქვთ და ასევე, გადაშენების პირას მყოფი ძუძუმწოვრები არიან.

მათი ბეწვის, განსაკუთრებით კი ფუმფულა კუდის გამო წითელი პანდები არალეგალური ნადირობის მსხვერპლები ხშირად ხდებიან. ბეწვს ძირითადად ქუდების დასამზადებლად იყენებენ.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 59 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ჰიმალაიური პანდა, ჩინური პანდა, witeli panda, bibisi, red panda, წითელი პანდა, პანდა, ბიბისი, YUNFANG XIU, Panda, ARJUN THAPA, BBC, citeli panda, ჰიმალური პანდა, tsiteli panda, Science Advances | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...