გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » მარტი » 1 » კორონავირუსის პირველი ვაქცინის ადამიანებში გამოცდა აპრილში დაიწყება / koronavirusis pirveli vaqcinis adamianebshi gamocda aprilshi daitskeba
11:54 AM
კორონავირუსის პირველი ვაქცინის ადამიანებში გამოცდა აპრილში დაიწყება / koronavirusis pirveli vaqcinis adamianebshi gamocda aprilshi daitskeba






ამ დროისთვის კორონავირუსით 79 000 ადამიანია ინფიცირებული. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, არსებობს იმედი, რომ COVID-19-ის ვაქცინა მალე ხელმისაწვდომი გახდება.

ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის საცდელი ვაქცინა აშშ-ის მთავრობის მკვლევრებს გაუგზავნა, სადაც წამალი ტესტირებას ადამიანებზე გაივლის.

კომპანიამ ახალი ვაქცინა ბეთესდას ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს (NIAID) ორშაბათს გაუგზავნა. NIAID თავის მხრივ ვაქცინის ტესტირებას 20-25 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩაატარებს.

მკვლევრებს აინტერებთ გამოიწვევს თუ არა ვაქცინა იმუნურ პასუხს. NIAID-ის დირექტორის, ენთონი ფაუჩის თქმით, პირველი ტესტირების შედეგები ივლისში ან აგვისტოში იქნება.

Moderna-ს და NIAID-ის თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინა ახალი კორონავირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კორონავირუსის ვაქცინაზე Moderna-ს 100-მდე თანამშრომელი მუშაობდა

აღსანიშნავია, რომ პირველადი ტესტირებისთვის შექმნილი წამალი რეკორდულად მცირე დროში დამზადდა. ფაუჩის თქმით, 2002 წლის კორონავირუსის ეპიდემიისთვის განკუთვნილი ვაქცინის შემუშავებას 20 თვე დასჭირდა.

"გენეტიკური კოდის გაგებიდან 3 თვეში პირველი ტესტირების ჩატარება ცალსახად მსოფლიო რეკორდია", — ამბობს ფაუჩი.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინის შემუშავებას სამთავრობო და კერძო სექტორის ინვესტიციებმა ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

"ძველი" ვაქცინები ძირითადად ვირუსული ცილების უჯრედულ კულტურებში გაზრდით იქმნებოდა. ასეთი ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კი შეიძლება წლები გასულიყო.

ახალი მიდგომით, უკვე არსებული ვაქცინის სამშენებლო ბლოკების შეცვლა პათოგენის გენეტიკური კოდის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ანუ ახლა ვაქცინაში მოდიფიკაციების და შესწორებების შეტანა ბევრად სწრაფად და მარტივად ხერხდება.

თუმცა, ვაქცინის სწრაფად შემუშავება მაინცდამაინც მის წარმატებას არ ნიშნავს.

"სანამ საბოლოო შედეგები არ გვექნება, ზუსტად რაიმეს თქმა რთულია," — ამბობს საბინის გლობალური იმუნიზაციის ინსტიტუტის პრეზიდენტი ბრიუს გელინი.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება წელიწადის უფრო თბილ პერიოდებში შემცირდება, თუმცა COVID-19, შესაძლოა, გრიპის მსგავსად, სეზონური ვირუსი გახდეს.

ასეთ შემთხვევაში კორონავირუსის ვაქცინა ძალიან სასარგებლო იქნება.

პრეპარატის წარმატების შემთხვევაშიც კი, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მისი ფართო გამოყენებაში დანერგვას ერთ წელიწადი დასჭირდება. ფართო მოხმარებამდე აუცილებელია, რომ ვაქცინამ მრავალი ტესტირება გაიაროს.

თუ ვაქცინის მეორე ტესტირებაც წარმატებული აღმოჩნდა, პრეპარატის ფართო მოხმარებაში ჩაშვება შესაძლებელი გახდება. რამდენად გავრცელებული იქნება კორონავირუსი ამ ხნის შემდეგ, ზუსტად არავინ იცის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 797 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: vaqcina, კორონა ვირუსი, corona virus, მედიცინა, ვაქცინაცია, janmrteloba, ჯანმრთელობა, გამოცდა, ვოლ სტრილ ჟურნალი, ukhan, ukhani, koronavirus, Medicine, ვაქცინა, კორონავირუსი, უხანი, korona virus, Coronavirus, uxani, vaqcinacia, The Wall Street Journal, medicina | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...