გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » მარტი » 11 » როგორ ჩავიძინოთ 2 წუთში: მეთოდი, რომელსაც აშშ-ს არმიაში იყენებენ / rogor chavidzinot 2 tsutshi: metodi, romelsac usa-s armiashi ikeneben
5:13 PM
როგორ ჩავიძინოთ 2 წუთში: მეთოდი, რომელსაც აშშ-ს არმიაში იყენებენ / rogor chavidzinot 2 tsutshi: metodi, romelsac usa-s armiashi ikeneben






ვინც უძილობა ერთხელ მაინც გამოსცადა, იცის, თუ რა საშინელი მდგომარეობაა ეს. თუ ეს ქრონიკულში გადადის, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ! ძილის გარეშე მთელი ორგანიზმი ზარალდება, ირღვევა ნერვული სისტემა, გუნებ-განწყობა, ქვეითდება იმუნიტეტი, იმატებს წონა…

მეთოდი, რომელიც 96%ით მოქმედებს

ყველამ იცის, რომ ძილის წინ ოთახი უნდა განიავდეს, ან ღია ფანჯარასთან უნდა დავიძინოთ. სასარგებლოა თბილი თაფლიანი წყალიც ან თვლა და ა.შ. მთავარია 6-9 საათი გამოიძინოთ.

თუ არაფერი გშველით, გამოიყენეთ აშშ-ს არმიის მეთოდი. მისი მიზანია მებრძოლები მუდამ მხნედ იყვნენ. სავარჯიშო ძალიან მარტივია.

1. სხეულის მოდუნება

თანდათან მოადუნეთ სხეულის ყველა ნაწილი:

სახის კუნთები (შუბლი, ყბები) და კისერი
ხელები და გულ-მკერდი
ფეხები

2. გაისუფთავეთ გონება აზრებისგან

ეცადეთ ყველა აზრი გაფანტოთ და არაფერზე იფიქროთ, თუნდაც 10 წამი!

3. წარმოიდგინეთ შემდეგი სურათები:

წევხართ დუნე ტბაზე, ნავში, ზემოთ კი მხოლოდ ლურჯი ცაა.
ირწევით შავ ჰამაკში, შავ ოთახში.
იმეორეთ: ,,არ ვიფიქრო, არ ვიფიქრო…” 10 წამის მანძილზე.
მორჩა! 2 წუთის შემდეგ უნდა დაიძინოთ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი ჯარისკაცების ტესტირებამ 6 კვირის განმავლობაში შესანიშნავი შედეგი გვაჩვენა. მხოლოდ 4%თან არ იმუშავა ამ ცდამ.

ამ მეთოდის პოპულარიზატორები განმარტავენ, რომ ეს მაგიური მეთოდი არ არის, ეს მხოლოდ ყურადღებაა საკუთარი სხეულის მიმართ. ეს უნდა გაითვალისწინოთ.

თუ ჩაძინების რაიმე სხვა მეთოდსაც იცნობთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში, სასარგებლო სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1042 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: army, jariskaci, ჯარისკაცები, ჯარი, armia, dzili, აშშ, jari, ჩაძინება, moduneba, არმია, ძილი, ამერიკის არმია, chadzineba, მოდუნება, USA, army of usa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...