5:15 PM გულსაფა ბაირამოვა — ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქე, რითაც ძალიან ვამაყობ GE/AZE | |||||||||||||||
გამარჯობა! მე ვარ გულსაფა ბაირამოვა. ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქე, რითაც ძალიან ვამაყობ. მოდით ერთად დავფიქრდეთ რა ხდება ახლა... სად არის ჩვენი ერთობა რითაც თავს ვიწონებდით მუდამ? ძალა ხომ ერთობაშია! სად და როდის დავკარგეთ ერთობა? ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა ასეთი ქსენეფობური განცხადებები კეთდება საქართველოში. ეს არ ხდება მხოლოდ აზერბაიჯანელების მისამართით, ეს ყველა ეთნიკურ უმცირესობას ეხება, რომლებმაც ენა არ იციან და შესაბამისად, ვერ ახერხებენ სრულფასოვან ინტეგრაციას. ვერავინ ვერ შეძლებს დამიმტკიცოს, რომ საქართველო არ არის ჩემი საზრუნავი ქვეყანა, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა. ძალიან მყვარს ჩემი სამშობლოს ყველა კუთხე და დიდ პატივს ვცემ ქართველებს, ქართულ ლიტერატურას, ქართულ ისტორიას, ქართულ ენას, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ასევე, მე თვითონ ვარ მუსლიმანი და პატივს ვცემ ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელს. (შესაბამისად, ველოდები ასეთ დამოკიდებულებას სხვების მხრიდანაც). ჩემი დედაენა აზერბაიჯანულია. პარალელურად ვფლობ 4 ენას: ქართულს, რუსულს, თურქულს და ინგლისურს. დავამთავრე აზერბაიჯანული სკოლა ქალაქ გარდაბანში. ქართულ ენას კარგად ვფლობ, რადგან მქონდა შესაძლებლობა და დავდიოდი ქართულის გაკვეთილებზე (ხოლო ვისაც არ ჰქონდა საამისო სახსრები, ვერ მიიღო შესაბამისი განათლება და ეს არათუ მისი, არამედ სახელმწიფოს და განათლების სისტემის ბრალია). ახლა ვსწავლობ ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სახელმწიფო გრანტით. ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და აქედან მსურს მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისათვის. ჩემი აზრით, ისინი არიან ნამდვილი ქართველები, პატრიოტები და ღირსეული ადამიანები. მე არ მსურს განვასხვავო საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური, რელიგიური ან სხვა მნიშვნელობით. მოდით ვეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მშვიდობობა, უკეთესი მომავალი, ერთობა, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და არა ის რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, მთელ მსფლიოსთან ერთად ვდგავართ ერთი დიდი პრობლემის წინაშე და საქათველოში საბედნიეროდ არ არის სიტუაცია იმდენად ცუდად, რამდენადაც ჩინეთში ან იტალიაში, ჩვენთან იმდენად არაა გავრცელებული ვირუსი. ახლა ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ვირუსის დასამარცხებლად და არა სიძულვილის გასაღვივებლად. P.S. თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი არის აფხაზეთი და ოსეთი! ჩვენი მტერი არის რუსეთი! ასეთი ქსენეფობიური მიდგომის მაგივრად მოდით გავაერთიანოთ ძალები და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხები. Hər kəsə salam. Mən Gülsəfa Bayramova. Etnik AZƏRBAYCANLI olan GÜRCÜSTAN vətəndaşı və bununla çox fəxr edirəm. İndi əlimdə pasportumu tuturam. Bu nə deməkdir bilirsinizmi? Gəlin birlikdə indi nə baş verdiyini düşünək! Birlik harada qaldı? Bəs güc birlikdə idi? Biz bu birliyi hansı ara itirdik axı? Çox təəssüflər olsun ki, indi Gürcüstanda bele ksenefob hadisələr baş verir. Bu yalnız azərbaycanlılara qarşı deyil, bu hər bir gürcü dili bilməyən və etnik azlıqların nümayəndərinə aid edilir. Heç kim mənə bura sənin ölkən deyil deyə bilməz. Çünki Gürcüstan mənim vətənimdir. Vətənimin hər tərəfini çox sevirəm və Gürcüstan xalqına, ədəbiyyatına, tarixinə, dilinə, mədəniyyətinə, adət- ənənəsinə çox hörmət edirəm və sevirəm. Həmçinin dininə də. Mən özüm müsəlmanam və başqa dini mənsubiyyəti olan insanlarada hörmət edirəm (Hər kəsdən bu düşüncəyi gözləyirəm). Mənim ana dilim azərbaycan dilidir. Paralel olaraq 4 dil bilirəm. Qardabani şəhərində 3 nömrəli azərbaycan dilli məktəbi bitirmişəm. Gürcü dilini yaxşı bilirəm, ancaq bu faktı göz ardı edə bilmərəm ki, mənim imkanım var idi deyə mən gürcü dili hazırlığına getdim (imkanı olmayanlar getmirdilər və bu səbəbdən indi gürcü dilini yaxşı bilmirlər, bunun isə günahkarı hökumət və təhsil nazirliyidir). İndi İlia Dövlət Universitetinin Hüquq fakultəsində dövlət qrantı ilə oxuyuram. Çoxlu gürcü dostlarım var və burdan onlara dəstəkləri üçün minnətdarlığımı bildirirəm. Məncə onlar əsl Gürcü, patriot və mehriban insanlardırlar. Və bunuda qeyd edim ki, mən insanları milli mənsubiyyət və başqa faktorlara görə heç bir zaman seçməmişən nə də seçmərəm. Mən Gürcüstan vətəndaşlarını etnik, dini mənsubiyyətlərinə görə ayırmaq istəmirəm. Gəlin birazsa tolerant olaq. Bizim məqsədimiz dinclik, birlik, yaxşı gələcək və yaxşı dövlət yaratmaq olmalıdır. İndi baş verən hadisələr kimi şeylər yox. Təəssüflər olsun ki, dünya olaraq çox böyük problemlə qarşı qarşıya dururuq. Xoşbəxtlikdən Gürcüstan Çin və İtalya qədər zərər çəkmir. Ətrafda Koronavirus yayılmağa davam edir və biz bu problemin həlli üçün çalışmalıyıq. P.S. İşğal olunmuş Abxaziya və Osetiya hər birimizin ürək ağrısıdır! Bizim düşmənimiz Rusiyadır! Belə bir ksenefob duruş yerinə gəlin birlikdə işğal olunmuş torpaqlarımızı geri qaytarmağa çalışaq.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|