12:41 PM
დეტროიტელმა მღვდელმა მრევლი წყლის სათამაშო თოფით აკურთხა და მიმების გმირად იქცა
www.auf.ge -
დეტროიტში კათოლიკე მღვდელმა მრევლი სათამაშო წყლის თოფით აკურთხა და სავალდებულო სოციალური დისტანცია ასე დაიცვა. როგორც ტიმ პელკი ამბობს, მაქსიმალურად იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სურათები ვირუსული გახდა, სასულიერო პირს ინტერნეტის თავიდან არიდება ცოტა გაუჭირდა.

გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ მღვდელი კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადესა და დამცავ ფარს ატარებს, მრევლს კი ნაკურთ წყალს სათამაშო თოფით ასხამს.

"ამ სურათებმა ვატიკანამდეც კი ჩააღწია, რამაც ცოტა შემაშფოთა, მაგრამ საყვედური ჯერ არ მიმიღია", — უთხრა ტიმ პელკმა ბაზფიდს. მისი სიტყვებით, სურათების პოპულარობამ და დადებითმა გამოხმაურებამ ძალიან გაახარა.

დეტროიტში გამართულ საკვირაო ლიტურგიაზე მღვდელს რეზინის ხელთათმანებიც ეცვა. მორწმუნეების ნაწილი ეკლესიასთან მანქანით მივიდა და სწორედ ისინი აკურთხა მან სათამაშო თოფით.



რა თქმა უნდა, სასულიერო პირის სურათები მიმების წყაროც გახდა, რასაც ეკლესია პოზიტიურად შეხვდა და ერთ-ერთი მათგანი ფეისბუქ გვერდზეც კი გამოაქვეყნა:

"ინტერნეტს თავისი წესები აქვს. თუ შენი სურათი გავირუსდება, აუცილებლად მოხვდები მიმებში. სწორედ ეს დაემართა ჩვენს მღველს, მამა ტიმს, რომელმაც მრევლი სათამაშო წყლის თოფით აკურთხა. ახლა კი Twitter-სა და Reddit-ზე თავის მიმებს შესცქერის".

ესეც მიმები, რომლებიც მართალია მიჩიგანის ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე ვერ მოხვდა, თუმცა ინტერნეტის ღვაწლის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.




ნანახია: 813 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: Michigan, kurtkheva, ნაკურთხი წყალი, მიჩიგანი, მღვდელი, social distancing, nakurtkhi tskali, iumori, Holy, სოციალური დისტანცირება, დეტროიტი, kurtxeva, America, Church, humor, mgvdeli, იუმორი, detroit | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]