კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა / kus tbis sabagirom mushaoba ganaakhla
პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის ინფორმაციით, საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულო იქნება — აუცილებელია პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება და ეს საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.