გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » აგვისტო » 23 » 11 სასაცილო ან უბრალოდ სულელური შეფასება, თუ რატომ არ მოეწონათ ცნობილი წიგნები
1:59 PM
11 სასაცილო ან უბრალოდ სულელური შეფასება, თუ რატომ არ მოეწონათ ცნობილი წიგნები






მკითხველებს ლიტერატურასავით, ალბათ, მხოლოდ ერთმანეთისთვის უკვე წაკითხულ წიგნებზე რჩევებისა და შეფასებების გაზიარება უყვართ.

სწორედ ამისთვის უკვე წლებია არსებობს ინტერნეტპორტალი Goodreads, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ წიგნზე სხვებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროს.

ამ სტატიაში Goodreads-იდან რამდენიმე სასაცილო და უჩვეულო შეფასებას გთავაზობთ, რომელთა ავტორებიც კლასიკური ლიტერატურის შედევრებით და/ან ცნობილი ბესტსელერებით ვერ მოიხიბლნენ: მათ ვერ გაიგეს, თუ რატომ საუბრობენ ყველგან და ყოველთვის ამდენს ამ წიგნებზე.

1. ერნესტ ჰემინგუეის მოხუცი და ზღვა

"ყველაზე ცუდი წიგნია.

უბრალოდ, აეღო და მოესროლა ეს თევზი უკან. შ****ი".

2. ჰარუკი მურაკამის კაფკა პლაჟზე

"ეს წიგნი ბევრი რამის გამოა საშინელი, მაგრამ განსაკუთრებულად მაშინ შემზიზღდა, როცა კაფკას* მოსწყურდა და რძე დალია — რ ძ ე. წყურვილის მოსაკლავად ვინ სვამს რძეს? ფუჰ, წადი ერთი ყლუპი წყალი დალიე, შე უკუღმართო არსებავ. არც კი მინდა, შენ გვერდით ოდესმე აღმოვჩნდე".

*კაფკა — რომანის მთავარი გმირი.

3. ჰომეროსის ოდისეა

"მეტისმეტად ბევრი სექსისტი თეთრკანიანი კაცია ამ წიგნში. რიკ რიორდანი* უკეთესად მოგვითხრობს ბერძნულ მითოლოგიაზე".

*რიკ რიორდანი — თანამედროვე ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობილია წიგნების სერიით პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები.

4. მერი შელის ფრანკენშტაინი

"შემაწუხებელი მეცნიერი და მახინჯი მაღალი კაცი ვერ შეთანხმდნენ, რომელი უფრო დეპრესიულია".

5. ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა

"სპოილერი: ამ წიგნს ვერაფერი გავუგე. ამის გამო ძალიან გაბრაზებული და გაოგნებული ვარ! რატომ მართავდნენ ღორები მთელ ფერმას? მათი მხრიდან წარმოუდგენელი სისულელე იყო, რომ ყველაზე მშრომელი მუშა სასაკლაოზე გაუშვეს. ამ წიგნს აღარასდროს წავიკითხავ!"

6. ჯეიმს ჯოისის ულისე

"ვერ შევძელი: ტუალეტში დამივარდა, კარგად ვეღარ გავაშრე და ეს უფლის ნიშნად მივიჩნიე. გადავწყვიტე, არ დამეწვა და უბრალოდ მომესროლა.

კი, საშინელი ადამიანი ვარ".

7. ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში

"ხელში 5 დოლარი მაქვს. ნებისმიერი, ვინც ამიხსნის ამ წიგნის სიუჟეტს (ან იმას, თუ რატომ არ ჰქონდა საერთოდ სიუჟეტი) და გამაგებინებს, რა ჯანდაბის გამო ჰგონია ხალხს, რომ ის შესანიშნავია, ამ ფულს მივცემ".

8. უილიამ ფოლკნერის აბესალომ, აბესალომ!

"ამ წიგნის მხოლოდ ორი წინადადება წავიკითხე და მერე კედლისკენ მოვისროლე".

9. ჯონ სტეინბეკის თაგვებსა და ადამიანებზე

"არ მიყვარს დამამწუხრებელი ლიტერატურა. დასევდიანება რომ მინდოდეს, უბრალოდ ვიფიქრებდი, სხვების ნაფიქრს კი არ ვიკითხავდი".

10. ლუიზა მეი ოლკოტის პატარა ქალები

"იმდენად ცუდი წიგნია, რომ მისი წაკითხვა კანონით უნდა ისჯებოდეს".

11. სილვია პლათის ზარხუფი

"ამ წიგნის წაკითხვა ერთხელ მომიწია. ოღონდ ეს სიამოვნებით ან სიამოვნების გამო არ გამიკეთებია. ამას ისევ მშობიარობა მირჩევნია".

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 709 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: goodreads, tsigni, biblioteka, Literature, book, library, ლიტერატურა, wignebi, ბიბლიოთეკა, cignebi, cigni, tsignebi, books, literatura, წიგნი, wigni, წიგნები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...