გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » სექტემბერი » 2 » მიკროპლასტმასა ნიადაგში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს აზიანებს — კვლევა / mikroplastmasa niadagshi mckhovreb mikroorganizmebs azianebs — kvleva
7:40 PM
მიკროპლასტმასა ნიადაგში მცხოვრებ მიკროორგანიზმებს აზიანებს — კვლევა / mikroplastmasa niadagshi mckhovreb mikroorganizmebs azianebs — kvleva






მიკროპლასტმასით დაბინძურება ნიადაგში მცხოვრებ ტკიპებს, ლავრებს და მიწის ნაყოფიერების განმაპირობებელ პატარა არსებებს საგრძნობლად აზიანებს. აღნიშნულის შესახებ აკადემიურ გამოცემაში Proceedings of the Royal Society ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ერთჯერადი პარკები, ჭიქები და სხვა სახის პლასტმასის ნაგავი ნიადაგში უფრო მეტად კონცენტრირდება, ვიდრე ოკეანეში. პლასტმასა ერთნაირად საზიანოა როგორც წყლის, ასევე ხმელეთის ბინადართათვის.

ნიადაგში მცხოვრები ტკიპები, მრგვალი ჭიები, ბოლოფეხიანები და სხვა მიკროართროპოდები თუ ნემატოდები ადამიანის შიშველი თვალისთვის რთულად შესამჩნევია. თუმცა, ისინი ნახშირბადის და აზოტის გადამუშავებასა თუ ორგანული ნივთიერებების ბაქტერიების საკვებად დაშლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

როგორც ახალი კვლევიდან ჩანს, ეს უნიკალური არსებები დიდი საფრთხის ქვეშ არიან. 1950 წლიდან მოყოლებული კაცობრიობამ 6 300 მილიონი მეტრული ტონა პლასტმასის ნაგავი გამოიმუშავა და მათი 79% სანაგვეებიდან ნიადაგსა თუ ბუნებრივ ჰაბიტატში გავრცელდა. ავტორების თქმით, ეს პირველი საველე კვლევაა, როცა მეცნიერები შეეცადნენ ეჩვენებინათ, თუ რა ზიანის მომტანია პლასტმასა მიკროანთროპოდების, ნემატოდებისა და ისეთი მიკროორგანიზმებისთვის, როგორიც სოკო და ბაქტერიაა.

მიუხედავად იმისა, რომ მიკროპლატმასით დაბინძურებამ სოკოზე გავლენა ყველაზე ნაკლებად მოხადინა, კვლევის ავტორები მაინც აღნიშნავენ, რომ "მიკროპლასტმასა დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის კვების ქსელზე, რასაც მიკრობული აქტივობის მოდიფიკაციასთან მივყავართ. ამას სამომავლოდ ნახშირბადისა და კვების ციკლის ფუნქციონირებაზე ექნება გავლენა".

ავტორთა თქმით, შემდგომი კვლევები აღნიშნულ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლის. თუმცა, მანამდე გადაწყვეტილებების მიმღებთა და მომხმარებელთა გასაგონი გზავნილი მკაფიოა: "ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პლასტმასის გამოყენებისა და მისი მიწაში ჩაფვლისგან თავი შეიკავონ. ამას, შესაძლოა, მძიმე ეკოლოგიური შედეგები მოჰყვეს"

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 604 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ekologia, პლასტმასი, mikroorganizmi, Ecology, The Guardian, ეკოლოგია, mikroplastmasi, plastmasi, plastmas, Plastic, მიკროპლასტმასები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...