8:43 PM დავაკავეთ 68 წლის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში აუპატიურებდა და აშანტაჟებდა არასრულწლოვანს — შსს | ||||||||||||
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მიმაგრება: სურათი 1
|
|