8:51 PM უკრაინაში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა | ||||||||||||
უბედური შემთხვევა სამხედრო ბაზიდან 2 კილომეტრში მოხდა და დაცემისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ An-26-ის სამხედრო თვითმფრინავი სწავლების დროს ჩამოვარდა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დაშვების წინ მფრინავმა გადასცა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის მარცხენა ძრავა აღარ მუშაობდა. მისივე თქმით, დაბალ სიმაღლეზე რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავის დატოვება შეძლო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ხარკოვში გაემგზავრება და ვითარების გამოძიებისთვის უკვე გასცა შესაბამისი დავალებები. მიმაგრება: სურათი 1
|
|