9:20 AM ნიკა ძამიაშვილის მინიმალისტური პოეზია (რამდენიმე ლექსი) | ||||||||||||
პაემანი სარკეში საკუთარ თავთან.. გძინავს მარტოს. . * * * სახეზე მომემატა ნაოჭი, წვერიც გამიხშირდა. მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები. მივხვდი, ჩემს ეზოში ონკანიდან დღემდე წვეთავს ჩემს მიერ განვლილი და დარჩენილი წლები!.. . * * * ოცდაათმეტრიანი კაქტუსის წვენი ვარ. აფრიკა და უდაბნო. შენს ფსიქიკაში შემავალი ტალღა, რომელიც გირღვევს სიმშვიდეს და განდომებს კივილს, რომელსაც მოგირჩენს ერთი ყლუპი მე. . ნ დ ო ბ ა ბრმამ ჯოხის დახმარებით მოგაკითხა სახლში. შემოუშვი. წასვლისას კი აღმოაჩინე საკუთარი საფულის უქონლობა. . * * * ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მათ, ვინც უამრავ ხალხს კვებავს შეუსრულებელი დაპირებით!.. . გ ა ნ წ ყ ო ბ ა ხეები და სოკოები. წვიმა. გვირილა და ჭიქა პიტნის ჩაი. სიყვარული. მზესუმზირა. ია. სიმარტოვე და სიჩუმის ხმა. . * * * ისეთს არ მიცნობ, როგორიც არ მსურს დაგინახო!.. . * * * შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე. მწამს, ოდესმე შეგეხები და გამოიდარებ!.. . * * * მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი, მაგრამ ვერ გეხმარები, რადგან არ ვიცი, რომელ ზღვაში გეძებო?!. . * * * დამივარდა ფანქარი. ნერვები მეტად გამებზარა, ვიდრე მას გული. 2016 . * * * მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა ორი გრამი პოეზია, როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი ლუდის წვეთები ბოთლზე ხაზებად.. . * * * მე ხშირად ვეხები შენს ქურთუკს, რადგან ვგრძნობ იმ სითბოს, რომელიც მას შენი სხეულიდან შეახმა. . T r u s t The blind man visited you With the help of his stick… You let him in. When he left you found out that Your wallet has gone… . * * * მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში. შევამჩნიე შენი ფოტო და ცარიელი ოთახი გათბა. ——— After wandering around all alone, I went back home. I caught a sight of your picture And my empty room Got warmer. ——— После одинокого скитаний Поднялся домой. Заметил твое фото И пустая комната Cогрелась. მიმაგრება: სურათი 1
|
|