გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » სექტემბერი » 27 » ნიკა ძამიაშვილი — ხუთი ფსიქოდელიური კადრი
10:23 AM
ნიკა ძამიაშვილი — ხუთი ფსიქოდელიური კადრი






წვიმის ცივი წვეთები ფანჯარაზე იღვრება.
ძილი მატარებელში.
ფსიკური ტრანსი
და ჩინური ჩაის გემო
შეფარდებული სიზმრების მატრიცის ფონზე.

მეორე კადრი

უსასრულოდ შერევა ყველაზე მორჩილი საღებავის.
ხუჭავ თვალებს და იღზნები ამ უსაზღვრო ენერგიით,
მოსული არსაიდან.
უჭერ საღებავს და ისაც იღვრება
წინა დაუმთავრებელ ნახატს ზემოდან,
გემორჩილება..
შემდეგ სალათასავით, (რომელიც შეადარე არქონის გამო)
ასხამ ზეთს,
დე კუნინგის ხათრით ამატებ მცირედ წყალს
და უსაშველოდ ურევ..
თავში ბუდისტურ მელოდიაზე გინდება კივილი,
რომელიც შენში ერევა მზის ჩასვლას..

მესამე კადრი

ბულგარული ხალხური სიმღერის "ბრე პეტრუნკოს"
მოსმენისას ვისაც ფსიქო-კრიმინალური ფონი შეექმნა
ახლოს დგას ჩემთან.
მომთაბარე ბოშათა ჯგუფის ფონზე ორი აზერის ფრაზა.
"ტაბორი მიდის ცაში.
მე გამიძარცვავს იქაც კი, სადაც არ ვყოფილვარ"

მეოთხე კადრი

იღებ სულიერ აბსტრაქციას,
რომელშიც იგრძნობა საკუთარი სახე,
რისი ყურებაც არ გბეზრდება
და ეჩვევი,
სუსტ ნარკოტიკივით,
რომლის გარეშეც არ გითენდება დილა.
შენთვის ეს ჩაია ან ყავა,
ჩემთვის მძინარე მეუღლის ტუჩზე კოცნა,
რომელიც წარმოვიდგინე ამ მომენტში თვალის გახელამდე
რამდენიმე წამით ადრე..

მეხუთე კადრი

გადარჩენი გზა.
საუბარი საკუთარ თავთან.
თავში აზრის წარმოქმნის კვალი,
გაჭრილ ღრუბლებზე თვითმფრინავის თეთრი ხაზივით,
ან ის პირველი სისხლის კვალი,
რომელიც წინ უძღვის უამრავ თბილ დედობრივ მოვალეობას.
კივის ჩემში,
როგორც ახალდაბადებული ბავშვის პირველი დაყვირება
ან შეშლილი პოეტის სიმაღლიდან ფრენა
ფრთებად კი ფრაზები რითმების სახით
და სიგიჟე,
რომელიც წვეთებად ჟონავს შენს ფსიქიკაში,
როცა მკითხულობ..

...

წვიმა, მატარებელი, ტრანსი, ჩინური ჩაი, სიზმრები, საღებავი, დე კუნინგი, ბუდიზმი, ზეთი, წყალი, მზის ჩასვლა, კივილი, ბულგარეთი, კრიმინალი, სული, აბსტრაქცია, შეჩვევა, ნარკოტილი, ჩაი, ყავა, მეუღლე, ტუჩები, კოცნა, გადარჩენა, ღრუბელი, კვალი, თვითმფრინავი, ავიახაზები, სისხლი, დედობრივი მოვალეობა, დედა, დედობა, ბავშვი, ბავშვობა, პოეტი, ფრაზები, რითმები, სიგიჟე, წვეთები, ოლვეისი, ჟონვა, ფსიქიკა, ფსიქიკური, კითხვა, ლექსი, ლექსები, პოეზია, rain, poety, train, trance, tea, coffee, budda, oil, water, soul, abstract, wife, kiss, cloud, verse, baby, always, mother, psyche ...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 757 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ღრუბელი, სული, მატარებელი, კივილი, ჩინური ჩაი, ბულგარეთი, ზეთი, საღებავი, კრიმინალი, ტრანსი, მეუღლე, ნარკოტილი, მზის ჩასვლა, გადარჩენა, ბუდიზმი, ყავა, წყალი, ჩაი, წვიმა, კოცნა, სიზმრები, დე კუნინგი, აბსტრაქცია, ტუჩები, შეჩვევა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...