2:01 PM ნიკა ძამიაშვილი — Voodoo Doll / ვუდუ თოჯინა | |||||||||||||||
შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა, სანამ თამაშობ თოჯინით, გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას. გინდა შეურჩიო სახელი, რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა. ღამდება შენი სურვილის გარეშე. როდესაც — მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი გაიღვიძებ, და იგრძნობ, ის როგორ ცდილობდა სიზმარშივე შენს დამშვიდებას. თვალდახუჭულიც განიცდი მისი ხელის სითბოს და როდესაც ის გაახელს ორივე თვალს, შესაძლოა გაიღვიძო სველი საწოლით. დაგემართოს პედიაფობია, მაგრამ მაინც ვერ გაბედო გადააგდო საკუთარი თოჯინა, რომელიც ასე გიყვარდა და უვლიდი. ახლა კი, ის იწყებს შენი ფსიქიკის მართვას, გამარცხებს უამრავი ცრუ რწმენების სახით, რომელსაც გაჯერებს, გაშინებს, როგორც სპირიტუალიზმით, ანუ არავისგან და არსაიდან გამოძახებული — შენგან ხორციელად სამუდამოდ მიტოვებული რომელიმე ადამიანის ჩასახლებული სულით, ან საკუთარი თავის, მშობლებისა და ნათესავების სიყვარულთან დაშორებით. შენ კი ემორჩილები, შფოთავ, არ გყოფნის ჰაერი და გაქვს ძლიერი არითმია, ვერ ხვდები ვინ თუ რა ხარ, ან სად იმყოფები, ოფლიანობ და კანკალებ.. ძლიერ გსურს ჩაეხუტო შენ საკუთარ დედას და გწამს რომ მას ჩაეძინა შენს გვერდით ოთახში, მაგრამ მალევე რწმუნდები, რომ შენს ბინას არ აქვს სხვა ოთახი!.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|