5:58 PM ნიკა ძამიაშვილი — გოგონა ნეკერჩხლის ფოთლით | |||||||||||||||
მე ის ხე ვარ, რომელსაც ერთი გამხმარი იმედიღა შერჩა. ვგრნობ, ხვალე ისაც ჩამოვარდება. მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში, მცირე ხნით გადასცემს თითებით სითბოს, შემდეგ კი მიაგდებს სადმე, ან წაიღებს სახლში საყვარელი წიგნის სანიშნად. ჩემი ქალაქის ხეებზე დაწერილი ლექსების წაკითხვისას წუთიერი განცდა, გაელვება, რომელმაც შესაძლოა იცვალოს ფერი, მაგრამ ხალხში გაიყინოს ქუჩაში მიგდებული ფოთოლივით, ან ფანჯრის რაფასთან დატოვებული ჩაი, ყავა რომელიც საყვარელ ადამიანთან საუბრისას დაუფიქრებლად ცივდება და იტოვებს მხოლოდ იმ სითბოს, რაც ჰყოფნის მოფარფატე ფოთოლს მიწაზე დავარდნამდე.. * საკუთარი თავის გასეირნებისას შემხვდა ანგელოზი მდგარი ბორდიურთან, ტროტუარზე ხელში ნეკერჩხლის ფოთლით. შევხედე. გავუღიმე. განვაგრძე გზა და მთელს მარცხენა ხელზე შემომეწერა ეს ლექსი. 2015 წ.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|