9:27 PM თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადის გარეთ ტარების მკაცრი რეკომენდაცია გაიცა / tbilisshi, batumsa da qutaisshi pirbadis garet tarebis mkac | ||||||||||||
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დღეიდან საქართველოს სამ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადე გარეთაც უნდა ატაროთ. ამის შესახებ ეპიდვითარების შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გარე სივრცეში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაციაა და ამას შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გააკონტროლებენ. 23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 24 562 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმშია 4 408 ადამინია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 155, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 848 პირი. მიმაგრება: სურათი 1
|
|