9:17 PM ბათუმის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა — უცნობია როდის გაიმართება პირველი მატჩი | |||||||||||||||
ბათუმის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა უცნობია როდის ჩატარდება პირველი მატჩი. ბათუმის სტადინი პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. პრემიერის თქმით, ეს სტადიონი ბევრად უფრო საზეიმო გარემოში უნდა გახსნილიყო, თუმცა "კოვიდის ეპოქიდან" გამომდინარე ეს ვერ მოხერხდა. ბათუმის სტადიონის გახსნა კორონავირუსის გამო ერთხელ უკვე გადადეს. კორონავირუსის გამო ბათმის სტადიონის გახსნა ერთხელ გადადეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდ-სიტუაციიდან და მომატებული საფრთხიდან გამომდინარე, ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა ოქტომბრისთვის გადადო. 2017 წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|