12:11 PM ზურაბ ჯაფარიძე: ხმა მივეცი გირჩს და რადგან კანდიდატი არ გვყავს, ხმა მივეცი ხოშტარიას | |||||||||||||||
საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით ისევ ღიად თქვა, ვის მისცა ხმა. მისი თქმით, აირჩია გირჩი და მაჟორიტარებს შორის კი ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია. "ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი არ გვყავს, ამიტომაც ხმა მივეცი ელენე ხოშტარიას. რასაც ვუყურებ გამოცხადება არის მაღალი, რაც, ერთის მხრივ, ნიშნავს რომ ხალხმა დაძლია ეს ნიჰილიზმი, მეორეს, მხრივ პანდემიაა და მაინც აკეთებენ არჩევანს, რაც ძალიან კარგია. რადგან მგონია, რომ დღეს გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ არავის არ უნდა დაეზაროს და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს და მისცეს ხმა. თუ ბევრი ხალხი მივა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს. მათ შორის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გირჩის მიმართ. მგონია, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ შედეგს რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ორი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე", — განაცხადა ჯაფარიძემ. სხვა კანდიდატებმა, ტრადიციულად, განაცხადეს, რომ ხმა ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას და სტაბილურობას მისცეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება. ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|