1:37 AM სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა | |||||||||||||||
"სირცხვილიას" აქტივისტი, ნოდარ რუხაძე, რომლის სამასამრთლო პროცესიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მოსამართლემ პროცესიდან გააძევა. "დაცვის მხარე საუბრობდა, მოსამართლემ უთხრა, რომ სასაცილოდ, თუ უხერხულად არ წარმოაჩინოთ საკუთარი თავიო. ამაზე მე ჩემ გვერდით მჯდომა მეგობარს გადავულაპარაკე, რატომაა მოსამართლე აგრესიული-მეთქი. მოსამართლემ იკითხა, ვინ დასვა ეს კითხვაო, ვუპასუხე, რომ მე და გამომაძევა", — განაცხადა ნოდარ რუხაძემ. ნოდარ რუხაძის თქმით, გუშინდელ დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ ის და მეორე დაკავებული აქტივისტი, გიორგი მჟავანაძე. შემდეგ დილით სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი მთელი დღე გაგარძელდა და საღამოს 11 საათისთვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი შემდეგი დღისთვის გადაეტანა, დაკავებულები კი სახლში გაუშვა. სირცხვილიას აქტივისტები, ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე 9 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს. აქციაზე დაკავებულ კიდევ ერთ აქტივისტს, ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამივეს მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც ჟურნალისტებთან, გიორგი მჟავანაძემ თქვა, ბრალდების მხარეს არ აქვს ნანახი ვიდეოკადრები, რომელიც პროცესზე მიიტანა. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. "არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი. ამ მომენტშივე რაღაც ტიპის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათ შორის ლექსო მაჭავარიანი რომ დაჯარიმდა, იყო პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მგონია, რომ ასეთივე გადაწყვეტილებით დასრულდება დანარჩენი პროცესებიც", — აღნიშნა მჟავანაძემ. როგორც აქტივისტები აცხადებდნენ, ისინი რუსთაველის გამზირზე შეშის მიტანისთვის დააკავეს. მოძრაობა სირცხვილია გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტა და საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე საპროტესტო აქცია გამართა. მათ შეზღუდვებს "დაუმორჩილებლობა" გამოუცხადეს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|