გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020 » დეკემბერი » 6 » ქუჩაში დარჩენილი ცხოველებისთვის ზოომარტი 10 ტონა საჭმელს უფასოდ გამოყოფს
0:37 AM
ქუჩაში დარჩენილი ცხოველებისთვის ზოომარტი 10 ტონა საჭმელს უფასოდ გამოყოფს






პანდემიის გამო ადამიანები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, დაიკეტა დაწესებულებები, ქუჩაში კი უამრავი ცხოველი დარჩა საკვებისა და ადამიანების თანაგრძნობის გარეშე. მათთვის სიტუაციის შესამსუბუქებლად, მაღაზია ზოომარტმა მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ტონა საკვები გამოყო. საკვებს მაღაზია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მომავალი ორი თვის განმავლობაში უფასოდ გადასცემს, ხოლო სააგენტო ცხოველების მშრალ საჭმელს ასევე უფასოდ გადასცემს იმ ადამიანებს, რომლებსაც მიუსაფარი ცხოველები ჰყავთ მიკედლებული, ან მათზე ზრუნავენ. საკვები შემდეგი წესების გათვალისწინებით გაიცემა: მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები პროდუქტის მისაღებად უნდა მივიდნენ სააგენტოს ცენტრალურ ოფისში. მისამართი: კ. მარჯანიშვილის 89/24, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე; თითოეულ ადამიანს საკვების მიღება შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 20 კგ-ის ოდენობით (1 პაკეტი); გაცემა მოხდება დისტანციურად, რიგითობის მიხედვით; აუცილებელია, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების უსასყიდლოდ გადაცემის აქცია მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენობაში დაიშვება მხოლოდ ერთი ადამიანი პირბადის მოხმარებისა და დეზინფექციის წესების გათვალისწინებით. ინფიცირების რისკების თავიდან ასარიდებლად, საკვების მისაღებად მისულ ადამიანებს შემხებლობა არ ექნებათ სააგენტოს თანამშრომლებთან.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 138 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ckhovelebi, kata, dzaghlebi, Zoomart, dzagli, პანდემია, ცხოველები, კატა, zooparki, pandemia, ზოომარტი, ცხოველი, ckhoveli, ძაღლი, katebi, cxoveli, cxovelebi, კატები, ძაღლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...