4:42 PM
"And Then We Danced / და ჩვენ ვიცეკვეთ" The Guardian-მა წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა
www.auf.ge -
წლის მიწურულს ცნობილი გამოცემები ტრადიციულად აჯამებენ გასული თორმეტი თვის მნიშვნელოვან მოვლენებს პოლიტიკასა თუ კულტურაში და გამონაკლისი არც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 2020 წლის საუკეთესო ფილმების სია.

ქართველი კინომოყვარულებისთვის ამ სიაში განსაკუთრებით საინტერესო ერთი დეტალია: ამ წლის საუკეთესო კინოსურათებს შორის ქართულ-შვედური ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ (And Then We Danced) მოხვდა.

The Guardian-მა სულ 50 საუკეთესო ფილმი დაასახელა, ქართული წარმოშობის რეჟისორის ლევან აკინის ნამუშევარმა კი 26-ე ადგილი დაიკავა და ამით ისეთ ფილმებს უსწრებს, როგორებიცაა ბორატის მომდევნო ფილმი, უჩინარი კაცი ელიზაბეტ მოსის მონაწილეობით და ნეტფლიქსის ვარსკვლავური დრამა ბიჭები ბენდში.



ფოტო: The Guardian / Screenshot

და ჩვენ ვიცეკვეთ წლის რჩეულ ფილმებს შორის შემდეგი აღწერით მოხვდა: "ფილმი მოგვითხრობს ორი მოცეკვავე კაცის მძაფრი და მომხიბვლელი სიყვარულის შესახებ, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ულტრაკონსერვატიულ სამყაროში საიდუმლოდ წარმოიშვა".

ამის შემდეგ კი მკითხველს შესაძლებლობა აქვს ცნობილი კინოკრიტიკოსის პიტერ ბრედშოუს უფრო ვრცელ რეცენზიას გაეცნოს კინოსურათის შესახებ, სადაც ავტორი საქებარ სიტყვებს არ იშურებს და მას 2019 წლის "კანის კინოსფესტივალის ჰიტსაც" უწოდებს.

მართალია, ქართველი მაყურებლების დიდმა ნაწილმა ლევან აკინის დრამა 2019 წელს იხილა, თუმცა ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ თუ დიდი ბრიტანეთი, მისი პრემიერა 2020 წლის თებერვალში შედგა და სწორედ ამის გამო მოხვდა ის ამ წლის რჩეულ კინოსურათებს შორის.


მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1211 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: საქართველო, The Guardian, შვედური, ქართული, ლევან აკინი, ფილმი, And Then We Danced, ქართველი, და ჩვენ ვიცეკვეთ, da chven vicekvet, კინო, ქართული კინო, შვედეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]