გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2021 » იანვარი » 19 » შვედური კინოფესტივალი ეძებს ადამიანს, ვინც უკაცრიელ კუნძულზე ერთი კვირით ფილმების საყურებლად დარჩება — მხოლოდ შენ, ოკეანე და 60 ფილმი"
9:28 AM
შვედური კინოფესტივალი ეძებს ადამიანს, ვინც უკაცრიელ კუნძულზე ერთი კვირით ფილმების საყურებლად დარჩება — მხოლოდ შენ, ოკეანე და 60 ფილმი"






გეტებორგის კინოფესტივალი ფილმების მოყვარულებს კუნძულზე ერთი კვირით დასარჩენად იწვევს. თუმცა, ყველაფერი გამართლებაზეა — მომხიბვლელი სამუშაო წილად მხოლოდ ერთ ადამიანს ხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ კინოფესტივალის ძირითადი ღონისძიებები, პანდემიის გამო, ონლაინფორმატში გაიმართება, მასში მონაწილეობა ერთ იღბლიან კინომოყვარულსაც შეეძლება, რომელიც პატერ ნოსტერის კუნძულზე საკონკურსო ნამუშევრების სანახავად გაემგზავრება.

ფესტივალის ორგანიზატორები იუწყებიან, რომ ასეთი შესაძლებლობა შესანიშნავი საშუალებაა კინოს მნიშვნელობის გასააზრებლად — თუ რამდენს "ნიშნავს ფილმი, როცა სხვა დანარჩენისგან იზოლირებულები ვართ".

"იზოლირებული კინოთეატრი შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე უკაცრიელი და ქარიანი არქიპელაგის მიუდგომელ ადგილას, პატერ ნოსტერის კუნძულზე მდებარეობს", — წერია ფესტივალის ვებგვერდზე, — "განდეგილი კინომოყვარული სრულ იზოლაციაში იქნება გარესამყაროსგან — არანაირი ტელეფონი, არანაირი ოჯახი და მეგობრები. მხოლოდ შენ, ოკეანე, ფესტივალის 60-ფილმიანი კინოპროგრამა და შვიდი დღე".

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, იდეა მაშინ დაებადათ, როცა კარანტინში ადამიანების ყველაზე კომფორტულ აქტივობად ფილმების ყურება იქცა.

"გვაინტერესებს, როგორ შეცვალა ამჟამინდელმა გარემოებებმა მაყურებლის და ფილმის ურთიერთობა. ამიტომ, გადაწყვიტეთ, საქმე უფრო გაგვერთულებინა — ოკეანის პირას, პატარა კუნძულზე ერთი კვირით წაგვეყვანა კინომოყვარული, რომელსაც კომპანიას მხოლოდ ფილმები გაუწევს".

იღბლიანი კინომოყვარული, რომლის ტრანსპორტირებასაც ორგანიზატორები უზრუნველყოფენ, ყველანაირი რესურსით იქნება მომარაგებული. ამავდროულად, მას მოუწევს ვიდეოდღიურის წარმოება, რათა კუნძულის გარეთ მყოფებმა მეტი შეიტყონ ამ უჩვეულო გამოცდილებაზე.

რადგან შეთავაზება მეტად ექსტრემალურია, ადგილმდებარეობის ორი ალტერნატივა არსებობს — ცარიელი კინოთეატრი ან ცარიელი დარბაზი.

დაინტერესებულ პირებს მთელი მსოფლიოდან აპლიკაციის შევსება 17 იანვრამდე შეუძლიათ. ფესტივალი კი 29 იანვარს დაიწყება და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 106 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ფილმები, კინო, აპლიკაცია. ფილმების ყურება, შვედეთი, კინოფესტივალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...