9:22 PM ილონ მასკის დედას სატელევიზიო ინტერვიუში ანუკი არეშიძის შექმნილი კაბა ეცვა | ||||||||||||
ცოტა ხნის წინ მეი მასკმა საკუთარი ინსტაგრამიდან სატელევიზიო ინტერვიუ დააანონსა და სტილისტებს საეკრანო გრიმი შეუქო. მეის ინტერვიუსთვის ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის დიზაინით შექმნილი კაბა აცვია. ბრენდი, სახელად ANOUKI თბილისში 2013 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ანუკა არეშიძეა, რომელიც ასევე თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის ცოლია. კოსტიუმი, რომელიც მეი მასკს აცვია ანუკიმ 2017 წელს შექმნა, 2018 წლის საკრუიზო სეზონის კოლექციისთვის. Vogue-ის მიხედვით, კოლექციის შთაგონება მთვარის შუქი იყო და მასზე გავლენა მისმა სილამაზემ და მრავალფეროვნებამ მოახდინა. ფოტოსესიაში უკრაინელი მომღერალი ლუნა მონაწილეობდა. მიმაგრება: სურათი 1
|
|