11:07 PM იელის უნივერსიტეტის ბედნიერების გაკვეთილების ონლაინ კურსის გავლა უფასოდ შეგიძლიათ | ||||||||||||
ამასობაში კი ერთი კარგი ამბავი გვაქვს: ონლაინსწავლების პლატფორმა Coursera იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ კურსს — კარგად ყოფნის მეცნიერება უფასოდ გვთავაზობს, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზეც უფასოდ იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ისევ შეძლებთ ბედნიერების გზები სწავლის გადასახადის გარეშე ეძიოთ. კურსი, რომელსაც იელის უნივერსიტეტის ყოველი მეოთხე სტუდენტი ირჩევს, გვასწავლის, "როგორ გავზარდოთ ბედნიერების ხარისხი და განვამტკიცოთ პროდუქტიული ჩვევები", ანუ იმ უნარების გამომუშავებაში გვეხმარება, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. იელის უნივერსიტეტის "კეთილდღეობის მეცნიერების" ონლაინ კურსი უფასო გახდა კურსს ფსიქოლოგიის პროფესორი ლორი სანტოსი უძღვება. ის პოპულარული პოდკასტის ბედნიერების ლაბორატორიის წამყვანიც არის. ათკვირიანი პროგრამა, 20 წუთიდან 3 საათამდე ლექციებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა დავალებებისგან, ვიდეოგაკვეთილებისგან და ქვიზებისგან შედგება. სწავლება პროგრესულ, კვლევებზე დაფუძნებულ მეთოდებს ავითარებს, რომლებიც ბედნიერებასთან დაკავშირებით არსებულ მცდარ წარმოდგენებსა და მოლოდინებს ამსხვრევს და გვასწავლის, როგორ გარდავქმნათ გარემო ისე, რომ ჩვენი ჩვევების შეცვლას ხელი შევუწყოთ. დავალებების ნაწილი პატარა, მაგრამ განსაკუთრებული მომენტებით ტკბობას გვასწავლის და მეცნიერული მიდგომებით ცდილობს, ეს შეგრძნებები ხანგრძლივ პრაქტიკად აქციოს. კურსის დახმარებით ისწავლით, რომ მადლიერების შეგრძნება დოფამინის გამოთავისუფლებას იწვევს და ყველაფრის ჩაწერა, რის გამოც ცხოვრების მადლობელი ხართ, თქვენი ძილის რეჟიმის მოწესრიგებასა და მოტივაციის მატებას ხელს უწყობს. საინტერესოა ისიც, რომ კურსის მონაწილეთა 36%-მა მისი დასრულების შემდეგ ახალი კარიერა დაიწყო. ონლაინლექციების თქვენს განრიგზე მორგებაც შეგიძლიათ, მაგრამ კვირაში დაახლოებით 3 საათის გამონახვას თუ შეძლებთ, უკეთესი იქნება. ასე რომ, დარეგისტრირდით და ისწავლეთ ბედნიერება. მიმაგრება: სურათი 1
|
|