10:53 PM მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანი — ვარსკვლავის ერთ-ერთმა მძარცველმა წიგნი დაწერა | ||||||||||||
კიმ კარდაშიანისგან წაღებული სამკაულების საერთო ფასი 9 მილიონ ევრომდე იყო, რაც ამ ინციდენტს ბოლო 2 ათწლეულში საფრანგეთის ყველაზე დიდ ძარცვად აქცევს. მე მოვიტაცე კიმ კარდაშიანის ავტორმა, იუნას აბასმა რამდენიმე პატიმრობის შედეგად, ჯამში 21 წელი გაატარა ციხეში და კიმის ძარცვამდე 9 წლის განმავლობაში კრიმინალურ ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. მისი თქმით, წიგნით საკუთარი სიმართლის მოყოლა სურდა. "ნაფიცი მსაჯულები მრავალი ისტორიის შეჯამების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას და 50-მდე ისტორია მაინც მოისმინეს, მე კი ჩემი სიმართლის თქმა მსურდა, იმ სიმართლის, რომელიც მე გამოვცადე", — განაცხადა აბასმა. მძარცველის თქმით, ვარსკვლავის რამდენიმე წუთში, ყოველგვარი გართულების გარეშე დააყაჩაღეს. "5-7 წუთი დაგვჭირდა შეჭრიდან გამოსვლამდე, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. მსხვერპლმა სამკაულები ფაქტობრივად თავისი ხელით ჩაგვაბარა. გამოსვლისას პოლიციას გადავეყარე და სალამი მივეცი, სავარაუდოდ ერთ-ერთ რიგით შემოვლაზე იყვნენ. ვეცადე აღელვება დამეფარა და ამან იმუშავა", — იხსენებს იუნას აბასი. ციხეში გატარებული 22 თვის შემდეგ, მძარცველი გულის ოპერაციის გამო დროებით გაათავისუფლეს და აბასს იმედი აქვს, რომ გადატანილი პროცედურა პატიმრობისგან დაიხსნის. მიმაგრება: სურათი 1
|
|