11:04 PM პარლამენტთან აქცია გრძელდება, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია / კომENDანტი! | ||||||||||||
აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. რუსთაველზე უკვე მოეწყო სცენა, სადაც ქართული ბენდები უკრავენ. აღსანიშნავია, რომ სირცხვილიას აქტივისტები სცენისა და შესაბამისი აპარატურის მონტაჟისთვის პარლამენტთან დილიდან მივიდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. მიზეზად სახელდებოდა ის, რომ არ სურდათ, სამანქანო გზა გადაკეტილიყო. აქციის მონაწილეები ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ: Killage; Loudspeakers; რეზო და ბავშვები; St. Nudes; წერილი; რობი კუხიანიძე; შოთა ადამაშვილი; რეზო კიკნაძის ბენდი; Skyra; Boya; Trotsky; Frankie Beatnik; Vasil; Tobako Tween; Nio. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში, აქცია უზუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით: საკვები, სასმელი, გათბობა, ბიოტუალეტები და ა.შ. მიმაგრება: სურათი 1
|
|