1:35 PM 1 მილიარდი ევროთი დავეხმარეთ უკრაინას, რუსეთს ამდენივეს ყოველდღიურად ენერგიისთვის ვუხდით — ბორელი | ||||||||||||
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ [უკრაინას] თავის დაცვაში. ჩვენ უკრაინას მივეცით 1 მილიარდი ევრო, ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად იმ ენერგიისთვის, რომელსაც ის გვაძლევს", — განუცხადა მან ევროპარლამენტს. გუშინ, 5 აპრილს ბორელის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობისთვის ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამასთანავე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქცების ახალი პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მუშაობენ დამატებით სანქციების დაწესებაზეც. მიმაგრება: სურათი 1
|
|