9:42 AM
ქუჩის მხატვრები თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უკრაინაზე ჰყვებიან / Gagosh & Tabu92
www.auf.ge -
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში, ქუჩებში, შენობებზე, ხიდებზე გამოჩნდა ნახატები, რომლებიც გამვლელებს ომზე უყვება.

ზოგი მხატვარი უკრაინელ მებრძოლებს ხატავს, ზოგიც იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი – ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, სახლები. ომის დროს, ისინი მშვიდობასაც ხატავენ, ნანატრ მშვიდობას.

თბილისში რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელშიც შეხვდებით ერთ-ერთი ქართველი ქუჩის მხატვრის გიორგი გაგოშიძის იგივე გაგოშას ნამუშევარს.

გამვლელები კედელზე დახატულ ქართლის დედას, უკრაინის დროშით ხელში ხედავენ.

გამვლელები ამბობენ:

„უკრაინაში მიმდინარე ომი არამარტო უკრაინის ომია, არამედ ჩვენზეც აისახება ის თუ როგორ დამთავრდება იქ ომი. იმედი მაქვს, უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ ასე მაინც უნდა ვიყოთ სოლიდარულები, თუნდაც დროშებით თუნდაც პლაკატებით”;

„მხარს ვუჭერ ყველანაირ წამოწყებას და ინიციატივას, რომელიც უკრაინის გვერდში დგომას გულისხმობს, მათ შორის არის ეს გრაფიტები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი გამოხატვის ფორმაა“;

„როცა მეტი საშუალება არ არის რითიც შეიძლება რომ დაეხმარო მათ, ამ ფორმას უნდა მიმართო, რადგან რაც იქ ხდება საშინელება და დანაშაულია“;

გაგოშას ნამუშევარს შევხვდებით ძველ თბილისშიც, ნახატი უკრაინელი ლტოლვილების ამბავს ყვება. მხატვარი ამბობს, რომ განსაკუთრებით მტკივნეულია ომის მსხვერპლი ბავშვების ამბების გადმოცემაა.

„ხელოვნების დანიშნულება ჩემი აზრით ის არის, რომ იმაზე მოჰყვე, რაც შენს გარშემო ხდება. ახლა უკრაინა ყველას სატკივარია და ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში ამაზე მოვყვე, ეს მურალი რასაც აქ ხედავთ იმ ცნობილ კადრს ეხმიანება, რომელიც საზღვარზე მარტო გადმოსულ ბავშვს აჩვენებდა, ნახატზე ჩანს რომ აქაც ბავშვი მარტო მიდის გვერდით კი მისი ოჯახი მიჰყვება, რომელიც მას არა რეალურად არამედ გონებაში ჰყავს“, -აღწერს გაგოშა.

ქუჩის მხატვრობას მხოლოდ თბილისში არ ვხვდებით. მხატვარი Tabu92 რუსთავში ცხოვრობს და ამ ქალაქის კედლებზე ხატავს.

„კონკრეტულად ეს ნახატი ასე ვთქვათ რომანტიკული ჟანრისაა, ასახავს იმას, თუ როგორ ემშვიდობება ჯარისკაცი თავის მეუღლეს, ლექსი კი რომელიც აქ ჩანს ჩემი მეგობრისაა. ""ასეთია ჩემი ომი და მშვიდობა. ხელებით, რომლითაც ავტომატი მეჭირა გუშინ, შენი ხელები მიჭირავს დღეს" — ნიკა ჩერქეზიშვილი"

ასევე ამ ნახატის გარდაც მაქვს უამრავი ქუჩის არტი უკრაინის თემაზე უკანონოდ დახატული, სურვილისამებრ, შეგიძლიათ გადაიღოთ სხვებიც :)

ვცდილობ, ქალაქში საინტერესო მესიჯები დავტოვო, როგორც სიმართლისთლისთვის მებრძოლი, ასევე ხალხის განვითარების კუთხის ასამაღლებლად, რომ ღეჭვაზე მეტი ღირებულებები არსებობს.“, – გვიყვება ქუჩის მხატვარი Tabu92.

ქუჩის მხატვრები საზოგადოებას ახსენებენ, რომ უკრაინის ომი მხოლოდ ერთი ქვეყნის ტკივილი არ არის. ეს ნახატები ქუჩაში გამვლელებს მოულოდნელად ხვდება თვალში და ყველას ახსენებს რა გზას გადის უკრაინა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.




მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1056 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: gagosha tabu92 art, tabu92, with ukraine, nika dzamiashvili, for ukraine, ქუჩის არტი, quchis mkhatvroba, putin khuilo, Graffiti, giorgi gagoshidze, ომი, gagosh, გიორგი გაგოშიძე, არა ომს, art for ukraine, უკრაინა, ქუჩის მხატვრობა, street art, EuroNews, ნიკა ძამიაშვილი, euronewsgeorgia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]