გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2022 » ნოემბერი » 18 » ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლებს ადამიანებში სტრესის ამოცნობა შეუძლიათ — როგორ?..
10:19 AM
ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლებს ადამიანებში სტრესის ამოცნობა შეუძლიათ — როგორ?..






მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები დაძაბულობისას განსხვავებულ სუნს წარმოქმნიან, ძაღლებს კი ყნოსვით მისი აღმოჩენა შეუძლიათ. მათი ნაშრომი ჟურნალში Plos One გამოქვეყნდა.

აქამდე ჩატარებული კვლევებიც მიანიშნებდა იმაზე, რომ ძაღლებს ადამიანთა ემოციების შემჩნევა შეუძლიათ (სავარაუდოდ, სუნის მეშვეობით). მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა დაზუსტებით მაინც არ იცოდნენ, რამდენად ეხებოდა ეს სტრესს და სულაც შესაძლებელი თუ იყო სუნით მისი ამოცნობა.

მკვლევრებმა სადგარზე სამი ნახვრეტებიანი სახურავის მქონე კონტეინერი მოათავსეს. მათ ოთხი ძაღლი გაწვრთნეს და იმ კონტეინერის ამოცნობა სთხოვეს, რომელშიც ამონასუნთქის ან ოფლის კონკრეტული ნიმუში იყო მოთავსებული.

კერძოდ, მეცნიერებმა ამონასუნთქისა და ოფლის ნიმუშები 36 ადამიანისგან აიღეს. დაძაბულობის აღსაძვრელად მათ სთხოვეს, 9000-იდან 17 ერთეულით უკან-უკან დაეთვალათ. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დავალების შესრულებისას თავს დასტრესილად გრძნობდნენ, ხოლო იმ 27 ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც ამას ლაბორატორიაში აკეთებდნენ, სისხლის წნევის მატება და პულსის აჩქარებაც დაფიქსირდა.

ძაღლებს ახლად აღებული ნიმუშების იმ კონტეინერებისგან გარჩევა ასწავლეს, რომლებშიც გამოუყენებელი დოლბანდი იყო მოთავსებული.

შემდეგ შეამოწმეს, რამდენად შეეძლოთ შინაურ ცხოველებს იმავეს გაკეთება მაშინ, როცა მწკრივში სხვა სინჯებიც იყო მოთავსებული — ისინი, რომლებიც იმავე მონაწილეებმა სტრესული სამუშაოს შესრულებამდე, მშვიდ მდგომარეობაში, აიღეს.

ნიმუშთა ყოველი წყება თითოეულ ძაღლს 20 ექსპერიმენტში აჩვენეს, სტრესზე მიმანიშნებელი სინჯი კი ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა 720-იდან 675 ცდაში აარჩიეს.

ავტორთა თქმით, დაუზუსტებელია, რომელ ქიმიურ ნივთიერებებს აფიქსირებდნენ ძაღლები, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ სტრესის დროს ადამიანები განსხვავებულ სუნს წარმოქმნიან. ეს წარსულში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

მართალია, ამ შემთხვევაში ძაღლები სპეციალურად გაწვრთნეს, რომ სინჯები განესხვავებინათ, თუმცა, კვლევის ავტორების აზრით, შესაძლოა, სტრესის დროს სუნის ცვლილება ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა ამის გარეშეც შენიშნონ.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, მიგნებები დამხმარე ძაღლების (ძაღლები, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში) წვრთნის კუთხით აღმოჩნდეს გამოსადეგი, რადგან, ვიზუალური ნიშნების გარდა, ამ დროს სუნის კომპონენტზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება.

The Guardian


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 371 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: მენტალური ჯანმრთელობა, cxovelebi, კვლევები, shinauri ckhovelebi, lekvebi, stresi, ckhovelebi, lekvi, dzagli, სუნი, mentaluri janmrteloba, on.ge, ძაღლები, kvleva, dzaghli, rogor, სტრესი, dzaglebi, dzaghlebi, ძაღლი, STRESS, შინაური ცხოველები, kvlevebi, კვლევა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...