გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2022 » ნოემბერი » 18 » სელენა გომესის თქმით, ჯასტინ ბიბერთან დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო
10:22 AM
სელენა გომესის თქმით, ჯასტინ ბიბერთან დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო






სელენა გომესისა და ჯასტინ ბიბერის მრავალწლიანი რომანი, რომელიც 2012-2018 წლებში სხვადასხვა დროს წყდებოდა და შემდეგ ისევ გრძელდებოდა, მთელ მსოფლიოს დღემდე კარგად ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარსკვლავებს ამ საერთო ისტორიის წარსულში დატოვება სურთ.

მოგეხსენებათ, ჯასტინ ბიბერი 2018 წელს ჰეილი ბოლდუინზე დაქორწინდა, თუმცა ამ ფაქტს მაინც არ შეუცვლია ის ინტერესი, რაც საზოგადოებას სელენასა და ჯასტინის წარსული ურთიერთობის მიმართ ჰქონდა. 2019 წელს სელენას ჰიტის Lose You to Love ME გამოსვლის შემდეგ კი ცნობისმოყვარეობამ მათი ურთიერთობის მიმართ ერთიორად იმატა.

სელენა გომესი ხსენებული სიმღერის შექმნაზე, რომელიც მისი და ჯასტინის ურთიერთობას ეძღვნება, Apple TV+-ზე გასულ ახალ დოკუმენტურ ფილმშიც, სახელად ჩემი გონება და მე, საუბრობს. მისი თქმით, სიმღერა სულ რაღაც 45 წუთში დაიწერა და ეს იყო ყველაზე სწრაფად დაწერილი სიმღერა მთელ მის კარიერაში. სელენამ ასევე ისაუბარა იმაზეც, თუ რას ნიშნავდა მისთვის Lose You to Love ME.

"ეს სიმღერა გაცილებით უფრო მეტ საკითხს ეხება, ვიდრე უბრალოდ დაკარგულ სიყვარულს. ეს სიმღერა იმის შესახებაა, თუ როგორ ვირჩევ მე საკუთარ თავს, სიცოცხლეს, მაგრამ ასევე ვიმედოვნებ, რომ სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ მასში სიკეთისა და სიმშვიდის პოვნა. სიმღერა იმის გაცნობიერებაზეცაა, რომ სრულიად დაკარგე საკუთარი თავი იმისთვის, რომ ახლიდან აღმოგეჩინა."

"ყველაფერი ისეთი საჯარო იყო," — განაგრძო მან. — "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს წარსული ურთიერთობა, რომლის დავიწყებაც არავის სურდა, მონადირესავით ფეხდაფეხ მომდევდა. შემდეგ კი ამასაც გადავაბიჯე და უკვე აღარ მეშინოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჯერ ძალიან დიდი ტკივილის და გულგატეხილობის გადატანა მომიწია, მერე კი თითქოს ყველაფერი წამში უნდა დამევიწყებინა და ეს ძალიან დამაბნეველი იყო. მაგრამ ვფიქრობ, ასე იყო საჭირო რომ მომხდარიყო და, საბოლოო ჯამში, ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მოხდა."

სელენას, ისევე, როგორც მისი გარემოცვის აზრით, მომღერლის მენტალური ჯანმრთელობა და კარიერა ახლა საუკეთესო მდგომარეობაშია.

BuzzFeed


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 386 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ჯასტინ ბიბერი, სელენა გომესი, მუსიკა, შოუ-ბიზნესი, Selena Gomez, ცნობილი ადამიანები, Justin Bieber, რომანი, Stars, მენტალური ჯანმრთელობა, mtv stars | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...