11:46 AM გაიცანით ქართველი პოეტი და მხატვარი (ტილო და ქუჩის ნებისმიერი ზედაპირი) — Tabu92 | ||||||||||||
– რატომ ტაბუ? – დიდი ხანი ვეძებდი ჩემს ფსევდონიმს, რადგან უამრავი სხვადასხვა ნიკნეიმები ვცადე, ზოგი არც კი იგუგლებოდა, მაგრამ რომელიღაც დოუმენტურ ფილმში უცებ წამიერად გაიელვებდა თეგის სახით და ტაბუ ალბათ, იმიტომ რომ გრაფიტში უნდა იყო ანონიმურად, მაინც როგორც არ უნდა გაალამაზო კედელი, ეს უკანონო საქმიანობაა და ამ თემის ქექვისას ყველაზე მოკლე სიტყვა ტაბუ ვნახე, 92–ით კი ვამხელ საკუთარ დაბადების წელს. – რა არის თქვენი მიზანი? რატომ გამოხვედით ქუჩაში? – მე მომბეზრდა ერთფეროვანი ცხოვრება, ყოველთვის ერთ ფერში გადაღებილი შენობები, ნაცრისფერი ცხოვრება არანაირი ბედნიერების გაელვებითაც კი, ასევე ყოველ რისკზე გასვლისას ათასნაირი აზრი გდის თავში ალაგებ გეგმას, ათვალიერებ ქუჩას, პოლიციისგან იზღვევ თავს, კამერებს ერიდები და იწყებ ხატვას. მე მინდა ხალხში ნაკლები ბოღმა, შური, სიბოროტე, საკუთარი სიმართლის დამტკიცება და ჩაგვრა იყოს, იმიტომაც ვტოვებ საინტერესო მესიჯებს, როგორც ნახატების, ისევე წარწერების სახით. მესიჯებს, რომელიც ადრე თუ გვიან იყვირებს, მინდა კვების დონემდე მაინც ავიდეს ხალხი, რომელიც ცხოველურ ღეჭვაზეა მიბმული და ყველაფერს აკეთებს მხოლოდ კუჭისთვის, (ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ სამწუხროდ უმეტესობა). მე მქონდა ისეთი დღეები, სისხლიც კი რომ ჩამიბარებია, რომ ორი პროფესიონალური სახატავი სპრეის ბალონი მეყიდა (32 ლარი), რადგან მე სხვა ღირებულებები მაქვს და არ შემიძლია ისე ცხოვრება, როგორც ყველა!.. მინდა ჩემს გვერდით ისეთი ხალხი მყავდეს, ვისთანაც ვისაუბრებ და როგორც მე გავუზიარებ ბევრ საინტერესო რამეს, მისგანაც მივიღებ უამრავ საინტერესო რჩევას, ვარიანტს, რადგან მთავარ ორგანოდ მე ტვინი მიმაჩნია, მაშინაც კი, როდესაც ორგანიზმს წამლავ, ტვინს სიამოვნებს, ეს სიამოვნების ჰორმონები კი შეგიძლია სიფხიზლეში მუსიკით მოპოვო და ეს კაიფიც იქნება ისეთივე ფსიქოდელიური, როგორიც რაიმის მიღებისას. აი, ჩემი მეგობრების პოეზიიდან ფრაზები "სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება – ლაშა მარგიანი" (მალე გამოვა მისი უსაინტერესოესი წიგნი) და "შენი მარადიული სიყვარული ჰქვია, ჩემს დროებით სიცოცხლეს – ნიკა ჩერქეზიშვილი" (2007–ში გამოსცა წიგნი და მის მერე აღარსად იშოვება).. და სანამ "ვცხოვრობთ ორმოც წელს ყოველ შაბათს – დავით პაქსაშვილი / ნაგა მულა / რას გრინი" და "დაბრედილი ბრაკონიერების ემპათიას ვბლოკავ – მაქსიმე მაჩაიძე / ლუნა997 "–მდე მივა საზოგადოება, მინიმუმ ის რომ სხვა არ შეაწუხო და სამარშუტოში ხელის მიფარება ისწავლოს ხალხმა ხველა–ცემინებისას, ასევე ცხვირსახოცის არსებობა და მინიმალურად მისი მოხმარების წესი, ასევე კბილის ჩხირი და ა.შ.. რომ კონკრეტულად მე არ მიწევდეს შეწუხებული სახით ყურება და ის ვერაფერს ხვდებოდეს, შემდეგ გადჯდომა და მაინც რომ ზემოქმედებს და გინდა თავში მისცხო, მაგრამ როგორც აქამდე ითმენდი, ისევე ითმენ და სამი–ოთხი გაჩერებით ადრე ჩასვლა რატომ უნდა მიწევდეს, ჰა? რადგან მას ჩაუნერგეს, რომ აი, კარგად ჭამს, ესეიგი ჯანმრთელი და ჭკვიანი გაიზრდებაო, შესაძლოა, ჯანმრთელი იყოს, თუ მიხედა საკუთარ ჯანმრთელობას თვითონ, მაგრამ აღზრდა, პატივისცემა, დაფასება, განათლება თუ არ მიეცი და არ დააყენე გზაზე, ისე ან თვითონ გადაუხვევს, ან ასეთი უნებლიე უზრდელი გაიზრდება.. ასევე შვილი რომ არ იციან სახლში როგორ ამოიყვანონ და "ამოეთრიე შენი დედა, თმებით გითრევ და მეორედ აღარ ჩაგიყვან გარეთ"–ო, რომ უყვირის დედა, ეს მართლა დედა–აფეთქებული დააინტერესე ბავშვი რამით, აუცილებელი არაა ქურთუკის ჩაცმა, ან კვება იყოს მიზან–მიზეზი, მისი აყვანის, რაიმე საინტერესო ისტორია მოუყევი და გაწყვიტე რამე მომენტზე, რომ მეორე დღეს კიდეც ერთი სული ჰქონდეს როდის გააგძელებ, ან რაიმე სხვით დააინტერესე და მოარგე ნებსიმიერ სიტუაციას, რომ არა ბავშვს ეშინოდეს და შიშით იმორჩილებდე, არამედ შენი სურვილი / იდეა იყოს ბავშვის თავისუფალი არჩევანი, მაგრამ ამას ორი გრამი ტვინი და მინიმუმ ინტელექტის ნასახი, ერთი ნაფოტი აიქიუ მაინც უნდა.. ამისი დედაც და ყვირილით კი მის ფსიქიკას აზიანებ და ისაც საკუთარ ოჯახში ცდილობს რომ ამტკიცოს თემები, რაც უბრალოდ შეთავაზებისა და ერთად გადაწყვეტის ნიადაგზე უნდა მოგვარდეს, არანაირი აგრესია და ჩაგვრა, ესაა უდაბლესი დონეც კი არა, ფსკერი.. მე კი ვიბრძვი როგორც ამ ყველაფრის შესაცვლელად, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ასევე სამართლიანობისთვის, ვაპროტესტებ ნებისმიერ რამეს მშვიდობინად, როგორც აქციებზე განსაკუთრებული და განსხვავებული ნახატებით, წარწერებითა და არტ–კომპოზიციებით, ასევე კედლებით, ისევე როგორც ლამაზი ნახატებითა, ნათელი ფერებითა და განვითარების დონის ასაწევად დატოვებული მესიჯებით. – შენ ასევე გქონდა რამდენიმე გამოფენა, შეგიძლიათ ორი სიტყვით მათზე გვიამბოთ? დიახ, მქონდა რამდენიმე გმოფენა სხვადასხვა ადგილებში, როგორც ქუჩაში, ისევე საგამოფენო დარბაზებსა და გალერეებში, რომელიც პატივისცემით უფსოდ დამითმეს.. მაგრამ, ერთ–ერთი პირობა ისაცაა ჩემი ქუჩაში გასვლის, რომ ყელში ბურთივით მაქვს, ის რომ ფასიანი რეკლამა არასდროს არც–ერთ პოსტზე არ გამიკეთებია, აქ და ახლა კი, როგორც უსახელო ხელოვნები, ისევე ყველასთვის ცნობილებიც სოციალურ ქსელებში ფასიანი რეკლამებით არიან.. არაფერს ვერჩი, უბრალოდ მე მინდა ქუჩით, ამ, ანდერგრაუნდით ისე ვიყვირო, რომ არც ტელევიზიებს ვთხოვო, არც სხვა საიტებსა თუ რადიოებს, თვითონ დაინტერესდნენ ჩემით.. აახლა კი მგონია, რომ სამართალდამრღვევ–დამცველები უფრო მიცნობებენ, ვიდრე ჩვეულებრივი უფორმო ხალხი.. მოკლედ, როგორ გადავედი სხვა თემაზე, გამოფენებზე რომ მოდიოდა 15–20 კაცი და არათუ ნახატის გაყიდვაზე იყო საუბარი, არამედ ნახვითაც, რომ არავინ არტისტების გარდა არ ნახულობდა, ამასხა თავში, რადგან პირველი გამოფენა რუსთავის მეორე სკოლის მეორე კლასში მქონდა და... ახლა დროა, რომ ყველა უთოდან ჩემი ხმა ისმოდეს!.. ესაა ეგოიზმი, ანუ ნამდვილი გრაფიტი, როდესაც დახატე რამე საინტერესო და ლამაზი ნახატი და არ მოჰყვა არანაირი გამოხმაურება, უკუკავშირი, არც სოციალურ ქსლებზე დადებით არც ქუჩაში შემჩნევით, როდესაც დადიხარ და მაგარ ადგილზეა და არავინ ამჩნევს შენს გარდა, ნერვები გეთხრება და აქ ეგოიზმი გაწერინებს რა თქმა უნდა საკუთარი საღებავითა და ინიციატივით დიდი ზომის ასოებს შენი ფსევდონიმის, რომ მინიმუმ ინტერესი გაჩნდეს, ვინ ჩემი ფეხებია, რომ ყველა კუთხეში ეს წარწერაა და ყოველ მეოთხე–მეხუთე შენობაზე მისი ნახატი.. ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე გალერეამ დამითმოს საგამოფენო დარბაზი, მაგრამ მე არავის ვთხოვ, მაქსიმუმ შევთავაზო, ტელევიზიებთან მასაც კი ვერიდები–ხოლმე.. მე შემიძლია ტელევიზიის ღობე მოვხატო, ნუ დაცვსთან თავი ვიმართლო, რომ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას და მინდოდა რომ ეს ნცრისფერი კედელი ჩემი სტილითა და ნახატით შემეცვალა–თქო, რამდენად გაჭრის – არ ვიცი, უბრალოდ არ მაქვს დაჯარიმების უფლება, არ მაქვს, რადგან მცირედი შემოსავალი ბანძი შეკვეთებიდან ყველაფერი მიდის საღებავზე.. ახლაც ვინც დამითმობს გალერეას, მას შემიძლია მოვუხაატო ბინაში ერთი პატარა კედელი ჩემი საღებავით, ან ერთი სრული ოთახი უფასოდ და პროფესიონალურად, თავისი თანხით ნაყიდი ჩემი ხარისხიანი საღებავით ( სპრეი – montana - 94, hardcore, black / loop / flame და alpina-ს ფასადური, თავისი ფერებით). კაი, ახლა დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ რამდენიმე ფოტოსა და ვიდეოსა ჩემი არტების. მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2 · სურათი 3 · სურათი 4 · სურათი 5 · სურათი 6 · სურათი 7 · სურათი 8 · სურათი 9 · სურათი 10 · სურათი 11 · სურათი 12 · სურათი 13 · სურათი 14 · სურათი 15 · სურათი 16
|
|