გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2023 » აგვისტო » 19 » www.tabu92.art — Tabu92 's Graffiti & Street Art / ქალაქში გატანილი საინტერესო მესიჯები გრაფიტისა და ქუჩის მხატვრობის სახით
12:07 PM
www.tabu92.art — Tabu92 's Graffiti & Street Art / ქალაქში გატანილი საინტერესო მესიჯები გრაფიტისა და ქუჩის მხატვრობის სახით






გამოვიდა ახალი ვებ გვერდი სადაც გაეცნობით ქუჩის მხატვრობასა და გრაფიტს ტაბუსგან

არის როგორც პროტესტი, ისევე განვითარების კუთხის ასამაღლებელი მესიჯები, ისე უბრალოდ სილამაზეები, სასიმღერო საინტერესო ტექსტები, წიგნიდან ფრაზები, სიღრმისეული მიგნებებით სავსე პოეზიიდან ნაწყვეტები და ა.შ.. რამე შესაბამის ნახატთან..

ეს ყველაფერი ხდება უკანონოდ, დაუკითხავად, სულაც რომ ვანგოგის რომელიმე ცნობილი ტილო (შეუძლებელია, მაგრამ..) გავამეორო ერთი-ერთში კედელზე და ზემოთ კალიგრაფიულად მივაწერო "ღმერთი სიყვარულია!" მაინც ვანდალად ვითვლები..

ზოგს ჰგონია რომ ვინმე ამაში მიხდის და არა, ძალიან ცდება, ეს ნარკოტიკია, არ შეგიძლია არ გახვიდე და არ დახატო რამე ქუჩაში.. სულ, მუდამ, ყოველი დღე.. საკუთარი ნებით, ინიციატივითა და საღებავით, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა!..

როცა მაქვს შეკვეთა, იქიდან რაც მრჩება ის ხომ ისედაც ქუჩაში უსიტყვოდ იხარჯება და ასევე რასაც გადამიხდიან ისაც საღებავში მიდის რომ დავამატო და ქუჩები ვხატო.. მარად!

ყოფილა 3-4 დღე მშიერიც ვყოფილვარ და სისხლი ჩამიბარებია, რომ მეყიდა არა საკვები, არამედ მინიმუმ ხარისხიანი ალპინას ფასადური, რადგან თითო ხარისხიანი სპრეის სამხატვრო ბალონი, რომელიც როგორც ტილოზე, ისევე ქალაქის ნებისმიერ ზედაპირზე ხარისხიანად და სამუდამოდ რჩება და რეალურად იხატება პერფექტო, ის მხოლოდ თბილისში, გრაფიტიშოპში იყიდება და 17 ლარი ღირს..

მოკლედ აი საიტი, გადაბრძანდით და კედლის პროფესიონალურად მოხატვის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით სოც ქსელებზე ტაბუს, რაც მითითებულია საიტზე.. — WWW.TABU92.ART

ასევე უყურეთ ტაბუს ახალ ვიდეოს — TABU92 — Street Art & Graffiti


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 263 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: graffline, graffiti life, graffitiartist, graffer, quchis mkhatvar, Flowers, free lazare, georgian street art, graffitiart, plant, graferi, grafflife, flower, plants, GRAFF, graffiti artist, graffiti art, Graffiti, graffitiforyou, graffiti tbilisi, graffitistyle, Grafiti, graffitilife, graffitipiece | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...