1:46 PM მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევები საკმაოდ ხშირია. ამ დროს ჩვენი ვარსკვლავის გვირგვინიდან, ანუ მისი ატმოსფეროს ზედა ფენიდან, კოსმოსში პლაზმ | ||||||||||||
ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებს, ასევე ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს. ის საფუძვლად ედება პოლარულ ციალსაც, ზოგჯერ კი გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს, რასაც საკომუნიკაციო სისტემების დაზიანება შეუძლია. აშშ-ის მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Parker Solar Probe 2022 წლის 5 სექტემბერს სწორედ ასეთ მატერიაში გაიარა და ეს პროცესი მასზე დამონტაჟებული კამერით აღბეჭდა. მომხდარი მეცნიერებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო იყო სასიხარულო: პირველ რიგში იმიტომ, რომ ამან ასტრონომებს საშუალება მისცა, კორონალური მასის ამოფრქვევას ახლოდან დაჰკვირვებოდნენ, მეორე მხრივ კი 2-დეკადის განმავლობაში არსებული თეორიის მართებულობაში დარწმუნებულიყვნენ. 2003 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩვენი ვარსკვლავის გვირგვინიდან ამოტყორცნილი პლაზმა პლანეტათაშორის მტვერს განდევნის. ესაა პლანეტების, ასტეროიდებისა თუ კომეტების ნარჩენები, რომლებიც მნათობის მახლობლად მოძრაობს. ისინი ძალიან მცირე ზომისაა, ამიტომ ძნელად დამზერადია. ამის მიუხედავად, ზონდის კამერამ WISPR მათ მიერ არეკლილი სინათლის დაფიქსირება შეძლო, ხოლო სპეციალისტებმა აღნიშნული სიგნალები დაამუშავეს და გააუმჯობესეს. ამისთვის მათ კადრებში საშუალო სიკაშკაშე შეამცირეს, შედეგად კი გამოჩნდა, როგორ განდევნის ზემოხსენებულ ნაწილაკებს კორონალური მასის ამოფრქვევა მზიდან დაახლოებით 9.7 კილომეტრის მოშორებით. ხდება თუ არა ეს ყოველი მსგავსი ამოფრქვევისას, ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ამგვარი მოვლენა შესაძლოა, მხოლოდ უმძლავრესი ამოფრქვევებისას იჩენდეს თავს. მზე ახლა აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ამ საკითხის გამოკვლევის საშუალება მომავალში ბევრჯერ მოგვეცემა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა. მიმაგრება: სურათი 1
|
|