4:14 PM
TABU92 — თუ გაინტერესებს ქუჩის მხატვრობა და გრაფიტი უნდა გაეცნო ამ პოსტს
www.auf.ge -

შენ თუ ხარ დაინტერესებული ქუჩაში უკანონოდ მხატვრობით, ანუ სთრით არტით, რითაც შეგიძლია გამოხატო შენი აზრი ნებისმიერი რამის შესახებ, ასევე სახლში დამზადებული ხის ფირფიტა ან ბანერი, ან სხვა რამ დაამონტაჟო ქუჩაში დაუკითხავად, როგორც სასიყვარულო, ისევე განვითარების კუთხის ასამაღლებელი ან საპროტესტო არტებიც შეგიძლია აკეთო და ქვემოთ კუთხეში მიაწერო შენი ფსევდონიმი რომ შენ შექმენი ეს, ჰოდა თვითონ ხელმოწერა, ანუ თეგი არის უკვე გრაფიტი, რომელიც იწერება ზოგჯერ მარტივად, ზოგჯერ ბეჭდურად, ზოგჯერაც კი კალიგრაფიულად, მე მაქვს კონკრეტული ჩემი ხედვა და სტილი, რომელიც კლასიკური კალიგრაფიიისა და გრაფიტის ნაზავია და ჩემი ელემენტებით შემკული, ასევე მოხატვა ასოების, შენი სახელიდან დაწყებული ნებისმიერის, არის სროუაფები, ფისები, ასევე ვაილდსთაილი, რთულად ამოსაკითხი, მაგრამ შენს განსხვავებულ სტილს დამატებული ცოტა აბსტრაქცია და ბევრი კრეატივი, შემოქმედებითობის უსაზღვრო რაოდენობა, ამ ყველაფერს უნდა დრო რომ გამოვიდეს ხარისხიანი, მაგრამ როდესაც წნეხია, ანუ ახლად წასული პოლიციის მანქანა, კორპუსზე კამერა და ა.შ.. ყოველთვის ისეთი ხარისხით ვერ აკეთებ, როგორც გინდა.. შიში, რომ არ დაგიჭირონ, არ გინდა კვებო ხელისუფლება შენი ჯარიმით და მცირედი ნაწილით ის პოლიციელი ვინც არა მეგობრულად მოგექცა, ჰუმანურად, არამედ ცხოველურად, არაადამიანურად და დაგაჯარიმა. არა! ჰოდა ხარ ნინძასავით სწრაფი, მოძრავი, გამიზნული, შესაძლოა რამოდენიმე თვე გინდოდეს ერთი ადგილის მოხატვა და ვერ მიუდგე, ფიქრობდე, აკვირდებოდა, სადმე მიდიოდე ხალხმრავალ უსაფრთხო ადგილზე, მაგრამ გამოდიოდე და .. ჰოდა როდესაც გათვლი 97 %-ს რადგან 3 %-ში რა მოხდება ღმერთმა იცის.. მაშინ როცა გარისკავ და გადარჩები, იმ ძალიან მაგარ ადგილზე და იტყვი რომ ვაუ, მოვრჩი და კარგად გამომივიდა, იმდენ ენდორფინსა და დოფამინს გამოყობს ორგანიზმი და ისვრის თავში საახალწლო ფოიერვერკივით რომ ვერც კი წარმოიდგენ..

 

მოკლედ, მარტივად და გასაგებად, ეს საიტია ჩემი ბლოგიცაა, კეთების პროცესის ვიდეოების ბუდეც, ფოტო მასალაც და ასევე ჩემი ტილოზე მხატვრობაც და პოეზიაც კია.. შემობრძანდით — Tabu92.Art — Street Art, Graffiti, Canvas Art & Poetry


ნანახია: 6 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ტაბუ92, street art batumi, graffiti batumi, Street art, Graffiti, ქუჩის მხატვრობა, tbilisi street art, graffiti tbilisi, tabu92, rustavi street art, გრაფიტი, graffiti rustavi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]