7:37 PM
"სარბიელმა" წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების დებიუტანტი დაასახელა / sarbielma tslis sauketeso qartveli fekhburteli da nakrebis
www.auf.ge -
სპორტულმა ჟურნალმა სარბიელმა, ტრადიციულად, წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების დებიუტანტი გამოავლინა. 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

ეროვნული გუნდის წლის საუკეთესო დებიუტანტის წოდება კი ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა მიიღო.

სარბიელი წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს 1993 წლიდან ავლენს. წელს გამოკითხვაში მონაწილეობას 86 სპორტული ჟურნალისტი იღებდა.

გიორგი მამარდაშვილმა ჯილდო მეორედ მიიღო. პირველად წლის საუკეთესო ფეხბურთელად ის 2021/2022 წლების სეზონში დასახელდა.

ნანახია: 41 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: nakrebi, ფეხბურთი, გიორგი მამარდაშვილი, giorgi mamardashvili, sarbieli, chven aq vart, Football, ჩვენ აქ ვართ, fekhburti, ნაკრები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]