10:43 PM
ქანიე ვესთს ყოფილი ასისტენტი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს / qenie vests kofili asistenti seqsualur dzaladobashi adanashaulebs
www.auf.ge -
ქანიე ვესთს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. კალიფორნიის სასამართლოს საჩივრით ქანიეს ყოფილმა ასისტენტმა, ლორენ პიშიოტამ მიმართა. პიშიოტას თქმით, რეპერმა მას სასმელში ნარკოტიკები ჩაუყარა და სექსუალურად იძალადა მასზე.

პიშიოტამ ქანიეს ივნისში უჩივლა და სექსუალურ შევიწროებაში, კონტრაქტის დარღვევაში და მის უკანონოდ შეწყვეტაში დაადანაშაულა. სარჩელში ასევე იყო ნახსენები თაღლითობა, გადაუხდელი ხელფასი და განზრახ ემოციური სტრესის მიყენება.

8 ოქტომბერს პიშიოტამ სარჩელში შესწორებები შეიტანა. TMZ-ის ინფორმაციით შესწორებული სარჩელში ლორენი ამტკიცებს, რომ ის და მისი ყოფილი მენეჯმენტის ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც არ სახელდება, შონ დიდი კომბსის სტუდიის სესიაზე მიიწვიეს. მათი მისვლიდან მალევე სასმელი მიართვეს და უთხრეს, რომ ვისაც დარჩენა სურდა, აუცილებლად უნდა დაელია. რამდენიმე ყლუპის შემდეგ ლორენს თავბრუს ხვევა და დეზორიენტაცია დაეწყო. მეორე დღეს მოსარჩელეს თითქმის არაფერი ახსოვდა. ახსოვდა მხოლოდ სირცხვილის შეგრძნება. წლების განმავლობაში მას ეგონა , რომ ამის მიზეზი უბრალოდ ძალიან დათრობა და სისულელეების კეთება იყო. მოგვიანებით, როგორც ლორენი ამბობს, რეპერმა თავად გაახსენა ეს დღე და უთხრა, რომ მათ შორის რაღაც მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომბსი ჩასწორებულ სარჩელში მოხსენიებულია, მოსარჩელე ყოფილ მუსიკალურ მაგნატს, რომელიც ამჟამად ციხეშია და სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტისთვის სასამართლო პროცესს ელოდება, დანაშაულში არ დებს ბრალს.

ამ ყველაფერზე ქანიეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვრცელი განცხადება გააკეთა. მან ბრალდებები უარყო და თქვა, რომ უესტი ცილისწამებისთვის აუცილებლად შეიტანს სარჩელს ყოფილი ასისტენტის წინააღმდეგ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პიშიოტა ქანიესთან მუშაობის დროს მატერიალური სარგებლის მისაღებად მის მოხიბვლას აქტიურად ცდილობდა. უესთს სექსუალური კონტექსტის სურათებს უგზავნიდა. დაბადების დღეზე ქანიეს სექსი შესთავაზა, რაზეც მისგან უარი მიიღო. უარის შემდეგ კი, რეპერის დაშანტაჟება სცადა.

"ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ქალბატონი პიშიოტა სექსუალურ პარტნიორებს იმისთვის იყენებს, რომ მათგან მიიღოს ფული, Hermès Birkin-ის ჩანთები, ლამბორჯინი და სხვა ძვირადღირებული ნივთები." — წერია განცადებაში

ნანახია: 2 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: dzaladoba, გაუპატიურება, რეპერი, კალიფორნია, თიემეზი, Kanye West, ძალადობა, სექსი, ქანიე ვესტი, ქენიე უესთი, gaupatiureba, რეპი, hermes birkin, TMZ, seqsi, ბრალი, ჰერმესი ბირკინი, სასამართლო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]