აპოლონ ბელვედერელის რესტავრირებული ქანდაკება ვატიკანის მუზეუმს დაუბრუნდა / apolon belvederelis restavrirebuli qandakeba vatikanis muzeums da
15 ოქტომბერს ვატიკანის მუზეუმმა წლების შემდეგ კვლავ წარმოადგინა ბერძნული ღმერთის, "აპოლონ ბელვედერელის" მეორე საუკუნეში შექმნილი რომაული ქანდაკება.
ქანდაკება ქვედა ნაწილში, მუხლისა და ფეხის არეალში იყო გაბზარული და დაზიანებული. რესტავრატორებმა დაზიანებული ქანდაკების აღდგენაზე წლები იმუშავეს. ქანდაკება ლაზერის სხივის საშუალებით გაწმინდეს და მდგრადობის შესანარჩუნებლად ბოჭკოს საყრდენი დაამაგრეს.
ითვლება, რომ ქანდაკება ორიგინალური ბერძნული ბრინჯაოს ქანდაკების რომაული ასლია. ის ვატიკანში რომის პაპმა იულიუს II-მ XVI საუკუნის დასაწყისში ჩაიტანა.
ქანდაკება რესტავრატორებს 2019 წელს მას შემდეგ გადაეცათ, რაც მუზეუმის თანამშრომლებმა მის ფეხებზე მცირე დაზიანებები შენიშნეს.
მუზეუმის ქვის და მარმარილოს სახელოსნოს კურატორმა, გაი დევრუქსმა აღნიშნა, რომ ქანდაკება "წარმოუდგენლად დრამატულ" მდგომარეობაში იყო. სარესტავრაციო სამუშაოები პანდემიის დროს დაახლოებით ორი წლით შეფერხდა