2:29 PM
მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი ძველებური ნამცხვარი — ირისი
www.auf.ge -
შემადგენლობა კრემისთვის დაგვჭირდება: მოხარშული შესქელებული რძე - 1.00 ქილა კაკაო - 1.00 სკ ვანილი - 1.00 ჩკ კარაქი - 200.00 გრ მინანქრისთვის დაგვჭირდება: მცენარეული ზეთი - 1.00 სკ შავი შოკოლადი - 50.00 გრ ცომისთვის დაგვჭირდება: ფქვილი - 250.00 გრ სოდა - 1.00 ჩკ კაკაო - 4.00 სკ თაფლი - 4.00 სკ შაქარი - 120.00 გრ კვერცხი - 6.00 ცალი მომზადების წესი: ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, კაკაო, ფქვილი და სოდა. სასურველი ზომის გამოსაცხობ ფორმაზე ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ (ეს მასა 2 ანფირფიტას ეყოფა, ლანგრის ზომას გააჩნია). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით (მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ). ფირფიტებიორ ნაწილად გაჭერით, გვერდები ჩამოაჭერით და დააქუცმაცეთ (მათ მოსართავად გამოვიყენებთ). ოთახის ტემპერატურის კარაქი გათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ - ვანილი და კაკაო. მიღებული კრემი ფირფიტებზე გადაანაწილეთ. მორთეთ დაქუცმაცემული ბისკვიტითა და გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!

ნანახია: 7 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: რეცეპტი, ირისი, მარტივი, kverckhi, შოკოლადი, namckhvrebi, ფქვილი, მზარეული, namckhvari irisi, ნამცხვარი, კაკაო, namcxvari, Kakao, რეცეპტები, სწრაფი. სწრაფად მოსამზადებელი, tafli, ნამცხვარი ირისი, თაფლი, fqvili, მარტივი რეცეპტი, კულინარია, namcxvrebi, გემრიელი, კვერცხი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]